დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თარგამაძე: ტრადიციებით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ამომრჩევლისადმი
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 18:56:01
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე წინასაარჩევნო კამპანიას დასავლეთ საქართველოში აგრძელებს. დღეს რამდენიმე შეხვედრა სენაკში გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა სენაკის მოსახლეობას წინასარჩევნო პროგრამა წარუდგინა. საუბარი მოსახლეობის პრობლემებს, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, დასაქმების პერსპექტივებს, ადგილზე ეკონომიკის განვითარებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას და ჯანდაცვის საკითხების გაუმჯობესებას შეეხო. გიორგი თარგამაძემ „ქრისტიან-დემოკრატების“ მთავარ ინიციატივებზეც ისაუბრა, რაც საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის შემოღებას და ტრადიციული ოჯახის მხარდაჭერას უკავშირდება. „საქართველო ევროპული ოჯახისთვის საინტერესო და უნიკალური სწორედ მისი ღირებულებებით, ტარადიციებითა და ადამიანური ურთიერთობებით არის, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ჩვენი ღირსება, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია ჩვენი იდენტობის, ჩვენი ღირებულეებების შენარჩუნებით ვიაროთ პროგრესისკენ და გავიზიაროთ ყველა ის სიკეთე და კეთილდღეობა, რომელიც ევროპულ ქვეყნებშია დამკვიდრებული. ტრადიციებით ევროპისკენ- ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ამომრჩევლისადმი“-განაცხადა გიორგი თარგამაძემ. რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგი თარგამაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართავს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია