დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოლვიტა აბოლტინა - რუსეთი ძირს უთხრის მთელ საერთაშორისო უშიშროების სისტემას
ავტორი:
2014/აპრილი/01 11:30:07
რუსეთი ძირს უთხრის მთელ საერთაშორისო უშიშროების სისტემას და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, - ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ სოლვიტა აბოლტინამ დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაში "ვილნიუსიდან – რიგამდე საქართველოს ვალდებულებები და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შემაშფოთებელია.
მისი თქმით, ლატვია ყოველთვის უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მისი პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას.
"ჩვენს ქვეყნებს ხშირად ერთნაირი ისტორიული გზა გვქონდა. ერთი ფასეულობა გვაქვს. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირისკენ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ გაგრძელდება. მეგობრების სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციაში", - განაცხადა სოლვიტა აბოლტინამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა რაც შეიძლება მალე.
"ბოლო პოლიტიკურმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ნეიტრალურები ვიყოთ. იმას, რაც რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა, რამდენიმე ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა. ეს რაც მოხდა, არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. "ცივი ომი" უკვე დასრულებულია, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვინაიდან არ შეგვიძლია მსგავს რაღაცეებს ყურადღება არ მივაქციოთ და იგნორირება გავუკეთოთ. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, რადგან რუსეთმა აშკარა დემონსტრირება გააკეთა რეგიონში სოციალურ-პოლიტიკური ინტერესისა. რუსეთი ძირს უთხრის ფაქტობრივად მთელ საერთაშორისო უშიშროების სისტემას და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ", - აღნიშნა სოლვიტა აბოლტინამ და დასძინა, რომ ის, რაც ხდება დღეს ყირიმთან მიმართებაში, სრულიად დაუშვებელია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია