დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ არეულობა შემოეტანათ
ავტორი:
2018/მარტი/27 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kaladze_19268.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485338-kakha-kaladze-konkretuli-politikosebis-mkhridan-maqsimaluri-mcdeloba-iyo-rom-areuloba-shemoetanath.html", "headline": "კახა კალაძე - კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ არეულობა შემოეტანათ", "datePublished": "2018-03-27 11:31:37", "dateModified": "2018-03-27 11:31:37", "description": "თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებთ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის განხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kaladze_19268.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებთ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის განხილვისას ოპოზიცია არეულობას ცდილობდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

"კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ შემოეტანათ არეულობა. არ დააცადეს პროფესიონალებს, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვთ. მოვისმინეთ ლამაზი სადღეგრძელოები, ლექსები და მე მათ ავუხსენი, რომ ქორწილში არ ვიმყოფებოდით. აქ მიმდინარეობდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა. ისინი გამოდიან თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან. არც ერთი პოლიტიკოსი და პილიტიკური პარტია არ იყო ჩართული იმის მიუხედავად, რომ სულ ვამბობდი - ჩვენ ვქმნით სპეციალურ ჯგუფს და თქვენც ჩაერთეთ ამ მუშაობაში, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.სხდომას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია