დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სასამართალდამცავებმა სოფელ ხალას რწმუნებული დააკავეს
ავტორი:
2014/მარტი/29 13:00:03
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას რწმუნებული მალხაზ დიასამიძე დაკავებულია, - აღნიშნული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა წევრებმა გაავრცელეს და მომხდარს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდეს.
როგორც ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონმა პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დიასამიძე საკუთარ კაბინეტში გუშინ საღამოს დააპატიმრეს. მისივე თქმით, დაკავებულს ბრალად ედება თაღლითობისთვის ხელის შეწყობა. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, საქმე ეხება მანდარინის შესყიდვების აქტებზე ხელმოწერას, რომელიც ფერმერებს სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად სჭირდებათ. ელგუჯა ბაგრატიონი აღნშნავს, რომ ხალა პარლამენტის დეპუტატის ფატი ხალვაშის სოფელია და დეპუტატმა "ვერ აიტანა მაღალი რეიტინგის მქონე კონკურენტი":
"დაკავებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მაჟორიტარობის კანდიდატი, სოფელ ხალას მოქმედი რწმუნებული მალხაზ დიასამიძე. აბსურდული ბრალდებაა მანდარინის შესყიდვების აქტებთან დაკავშირებით. უკვე გამოიკვეთა, რომ მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან ჩვენი მაჟორიტარული კანდიდატები, დაიწყო მათ მიმართ ბრძოლა. ხალა არის საქართველოს პარლამენტის წევრის, ქობულეთის მაჟორიტარ ფატი ხალვაშის სოფელი. ფატი ხალვაშვა ეტყობა, ვერ აიტანა, რომ მალხაზ დიასამიძე სავარაუდოდ, მოიგებდა მაჟორიტარულ ოლქს", - აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონი
მისივე განმარტებით, მალხაზ დიასამიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია