დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საინიციატივო ჯგუფი ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზე პატრიარქს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/16 20:30:02
საინიციატივო ჯგუფი ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზე კათოლიკოს-პატრიარქს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართვას უგზავნის.
მიმართვაში საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
სახელმწიფო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და მიმართვის ადრესატებს წინადადების გათვალისწინებას სთხოვს.
"ინტერპრესნიუსი" საინიციატივო ჯგუფის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: "მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისში კინემატოგრაფისტთა სახლის სააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა ხუდონჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობის შესახებ, დაინტერესებული საზოგადოებისა და სპეციალისტების მონაწილეობით. მთავრობის წევრები ან მათი წარმომადგენლები, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.
აღნიშნული მშენებლობის განხილვაში მონაწილეობდნენ და აზრი გამოთქვეს: მშენებლებმა, ჰიდროენერგეტიკოსებმა, გეოლოგებმა, გეოდეზისტებმა, ჰიდრომეტეოროლოგებმა, ეკოლოგებმა, ურბანისტებმა, ისტორიკოსებმა და სხვა სპეციალისტებმა, საიდანაც ნათლად წარმოჩნდა არსებული სამშენებლო პროექტის შეუსაბამობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან.
კერძოდ გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:
1) დროებით უნდა შეჩერდეს ხუდონჰესის მშენებლობა საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე.
2) ხუდონჰესის მშენებლობისთვის სახელმწიფოს მიერ გასხვისებული ტერიტორიის ხელშეკრულება საჭიროებს დამატებით განსაკუთრებულ სამართლებრივ ექსპერტიზას, ვინაიდან სახეზეა მმოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
3) ხუდონჰესის სამშენებლო პროექტის პარამეტრები ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და საჭიროებს დამატებით შესწავლასა და კორექტირებას.
4) შეიქმნას საქართველოს ერთიანი ენერგეტიკული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეიქმნას სახელმწიფო კომისია - მთავრობის, დაინტერესებული საზოგადოებისა და ყველა საჭირო მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით. ველით თქვენგან ოფიციალურ პასუხს", - ნათქვამია მიმართვაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია