დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა "თბილისის სამიტი 2014" გახსნა
ავტორი:
2014/მაისი/06 11:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი "თბილისის სამიტი 2014" გახსნა.
მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა, მივესალმო ჩემს კოლეგებს, ჩვენ მაღალ სტუმრებს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს, მათ დელეგაციებს. ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე გვაქვს ძალიან ინტენსიური შეხვედრები და თანამშრომლობა. ჩემი პირველი ვიზიტი იყო თურქეთში და მინდა, ხაზი გავუსვა იმ სითბოს, რაც იყო ამ ვიზიტის დროს. ბატონ ილჰამს ერთი კვირის წინ შევხვდი პრაღაში და მანამდეც ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბაქოში. ჩვენი თანამშრომლობა არის მრავალწლიანი და შთამბეჭდავი თავისი შედეგებით, თავისი პოზიტივით. დღეს ჩვენი შეხვედრით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ მნიშვნელოვან წამოწყებებს, რაც დაწყებული გვაქვს რეგიონში. მე მინდა, საგანგებოდ მადლობა ვუთხრა თურქეთის პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, ასევე ილჰამ ალიევს, იმისთვის რომ შინაარსი და მნიშვნელობა ჩადო და გააძლიერა ამ სამიტის მნიშვნელობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია