დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის წევრმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები მოინახულა
ავტორი:
2017/სექტემბერი/25 19:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/wilosani_110c8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454200-parlamentis-tsevrma-mcire-saojakho-tipis-bavshvtha-sakhlebi-moinakhula.html", "headline": " პარლამენტის წევრმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები მოინახულა", "datePublished": "2017-09-25 14:38:19", "dateModified": "2017-09-25 14:38:19", "description": "ლანჩხუთი-ჩოხატაურის მჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა თბილისში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოზარდებს ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/wilosani_110c8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ლანჩხუთი-ჩოხატაურის მჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა თბილისში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოზარდებს საჩუქრები მიუტანა და მათ საცხოვრებელ პირობებს დეტალურად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ფონდი წილოსანი“, რომლის მეშვეობითაც ბევრ პროექტს ვახორციელებ, ძირითადად გურიის რეგიონზეა ორიენტირებული. ვცდილობთ, ბავშვებს, როგორც განათლების, ასევე სოციალური კუთხით დავეხმაროთ. ამჯერად დიდი სურვილი მქონდა, გავცნობოდი, თბილისში მდებარე ბავშვთა სახლებს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან პრაქტიკულად სრულად დაიხურა დიდი ბავშვთა სახლები და მათი ბენეფიციარები მიმღებ ოჯახებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს“, – აღნიშნა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

„დღეს სწორედ საოჯახო ტიპის სამ სახლს ვეწვიეთ. ბავშვებს საშემოდგომო ტანსაცმელი მივუტანეთ, გავესაუბრე ამ სახლების დირექტორებს. მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან ღირსეული სიტუაცია დაგხვდა. ბავშვების განვითარებისთვის კომფორტული და კარგი გარემოა შექმნილი. მოზარდებს, ფაქტობრივად, არაფერი აკლიათ, გარდა მშობლების მზრუნველობის. დირექტორებთან საუბრის შემდეგ რაღაც კონკრეტული იდეები გაჩნდა და ვფიქრობ, ფონდი წილოსანი ისევ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია