დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ვოლსკი - თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს
ავტორი:
2018/თებერვალი/11 17:30:03
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/volski.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477665-gia-volski-thu-ras-gaaketheben-opoziciuri-dzalebi-ar-mgonia-saakashvilis-motsodebith-gadatsydes.html", "headline": "გია ვოლსკი - თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს ", "datePublished": "2018-02-11 13:15:18", "dateModified": "2018-02-11 13:15:18", "description": "არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შეჯერების შესახებ რაიმე ფა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/volski.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შეჯერების შესახებ რაიმე ფასეულობას და წონას ატარებდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილი ქართული პოლიტიკის გუშინდელი დღეა.

"მას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგით ცხოვრობს. მე მის პოლიტიკურ ავტორიტეტში საკმაოდ ეჭვი მეპარება. თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს. ჯერჯერობით ვერც პერსპექტივაში ვხედავ, რამდენად იქნება მოლაპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ. როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, „განსხვავებულ აქცენტებში“ აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში არსებობს დიდი გამოწვევები, ოპოზიციის არ გაერთიანება დანაშაულია. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევა სამართლიანი და ობიექტური თამაშის წესებით უნდა მოხდეს.

ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე საუბრისას მის ყოფილ თანაპარტიელებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შესაძლებელია თანამშრომლობა „ევროპულ საქართველოსთანაც“ შედგეს. „მე არავისთან არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას, გარდა რუსების იმ ღია აგენტებისა, როგორიც არის ინაშვილი და ვიღაცეები. რა თქმა უნდა, არც „ევროპულ საქართველოსთან“ არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას. ის ხალხი, ვინც „ევროპულ საქართველოში“ არიან, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხიც არის იქ, თუმცა უმეტესობა მათგანს ეს არ ეხება, ამ ხალხთან არის სამუშაო. იმ ხალხს უნდა მაქსიმალურად ხელის შეწყობა და სამომავლო გაერთიანებაში შემოყვანა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების შეტანისთვის ”ბიძინა ივანიშვილისგან ფული მიიღო”.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია