დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს
ავტორი:
2014/თებერვალი/15 19:00:03
უწყებათაშორისი კომისია თვითმმართველობის არჩევნების პერიოდშიც იმუშავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
კობახიძე საარჩევნო პერიოდში სისტემურ დანაშაულს გამორიცხავს, თუმცა, განმარტავს, რომ კომისია რეაგირებას მოახდენს ყველა ტიპის გადაცდომაზე.
"ასეთი კომისია საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც მუშაობდა და მას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, ის იყო ძალიან ეფექტური და განსხვავებული იმისგან, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებობდა. მართალია ფუნდამენტური და სისტემური დარჯღვევები, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს აღარ ფიქსირდებოდა, მაგრამ ეს კომისია დარღვევებზე ადეკვატურ რეაგირებას ახდენდა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, უწყებათაშორისი კომისია თვითმმართველობის არჩევნების პერიოდშიც იმუშავებს და თუ იქნება გადაცდომა უმნიშვნელო, რადგან რაიმე სისტემურ დარღვევას გამოვრიცხავ, იქნება რეაგირება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე მტკიცებით, თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია