დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერიის სამსახურების წარმომადგენლებს გერმანიაში არსებული მწვანე ნარგავების მოვლის გამოცდილება გააცნეს
ავტორი:
2013/ნოემბერი/15 17:00:03
თბილისის მერიის სამსახურების წარმომადგენლებს გერმანიაში არსებული მწვანე ნარგავების მოვლის გამოცდილება გააცნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, თბილისს ეწვია ოთხი პრაქტიკოსი ტრენერი, რომლებმაც თბილისის მერიის სამსახურების და სხვა საწარმოების წარმომადგენლებს მწვანე ნარგავების მოვლის გერმანიაში არსებული გამოცდილება გააცნეს. ტრენინგების უშუალო ორგანიზატორი მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურია.
"მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის და აგრეთვე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ მწვანე ნარგავების მოვლა და მათზე ზედამხედველობა არ შედის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში. აღნიშნულის მიუხედავად, სამინისტრო მუშაობს მწვანე ნარგავების მოვლის წესებისა და რეგულაციების შემუშავების მიზნით. აღნიშნული რეგულაციები სავალდებულო იქნება იმ სამსახურებისა და ორგანიზაციებისათვის, რომელთაც მწვანე ნარგავებზე ზრუნვა ევალებათ", - აცხადებენ სამინისტროში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა, რომ ტრენინგის მონაწილეები შეიძენენ იმ აუცილებელ პრაქტიკულ ცოდნას და გაეცნობიან რიგ საკითხებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მწვანე ნარგავების გადაბელვისა და გასხვლის დროს. მწვანე ნარგავებისადმი უსისტემო მოპყრობა პრობლემურ საკითხს წარმოადგენს, რაც სწორედ წელიწადის არასათანადო დროს ხეების გადაბელვით, გადაბელვისა და გასხვლის სათანადო ტექნიკის არცოდნითა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობით არის გამოწვეული.
ტრენინგი ჩაუტარდათ როგორც მერიის თანამშრომლებს, ასევე ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ნარგავების მოვლის პროცესში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია