დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადის დღიდან, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც რეალობა სხვაგვარად წარმოედგინათ
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 14:00:02
ყოველთვის ასე იყო, ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ საქართველოს განაცხადის დღიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში იყვნენ ადამიანები , რომლებსაც რეალობა სხვაგვარად წარმოედგინათ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკის განცხადებას, რომ "ახლა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის დრო არ არის".
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-ს ხელმძღვანელი ორგანოები, მათ შორის უელსის სამიტი არის ადგილი, სადაც პოზიციებს გამოხატავენ ქვეყნები და ეს პოზიცია არის ურყევი და მყარი. უსუფაშვილის შეფასებით, "ყველაფერი დანარჩენი არის მიმდინარე დისკუსია, დებატები, რომელსაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, მაგრამ მეტი ყურადღება გადაწყვეტილებებს უნდა მივაქციოთ".
"ევროპაში ყოველთვის იყვნენ პოლიტიკოსები, რომელიც წინააღმდეგნი იყვნენ ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების. ევროპა ძალიან დიდი სივრცეა. იქ არის ბევრი პოლიტიკური ძალა. ბევრი პოლიტიკოსი და ვიცით, რომ ზოგიერთს ასეთი განწყობები აქვს. მნიშველოვანია, რომ უმრავლესობა არის მოტივირებული და მოწადინებული, ნატოს ხელმძღვანელი ორგანოები, მათ შორის უელსის სამიტი, არის ის ადგილი, სადაც პოზიციებს გამოხატავენ ქვეყნები და ეს პოზიცია არის ურყევი და მყარი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ ახლა არ არის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის დრო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
"უმჯობესია, მხარი დავუჭიროთ პოლიტიკური და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმას, რათა ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს და საგარეო ბაზარზე მათი ინტეგრაცია მოხდეს. დებატები ამ ქვეყნების ნატო-ს წევრობაზე კონტრპროდუქტიულია", - განაცხადა ელმარ ბროკმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია