დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ევროპული საქართველო" ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
ავტორი:
2018/მაისი/28 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495567-qevropuli-saqarthveloq-khoravas-quchaze-akhalgazrdebis-mkvlelobis-saqmesthan-dakavshirebith-droebithi-sagamodziebo-komisiis-sheqmnas-moithkhovs.html", "headline": ""ევროპული საქართველო" ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დროებ...", "datePublished": "2018-05-28 11:15:32", "dateModified": "2018-05-28 11:15:32", "description": "ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან და ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან და ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, როდესაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ, პარლამენტმა უნდა აიღოს საზედამხედველო ფუნქცია.

,,ვხედავთ, რომ სახელმწიფო კი არ იცავს ამ ადამიანებს, არამედ უპირისპირდება. როდესაც ასეთ საზარელ შემთხვევაზე ოჯახის წევრებს და არა მხოლოდ, გამოძიებასთან ძალიან ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზიები უჩნდებათ, ყველაზე სწორი გამოსავალი არის პარლამენტმა აიღოს საზედამხედველო ფუნქცია. ამ ვითარებაში ადეკვატურია, რომ პარლამენტი ჩაერთოს და ჩვენ ვკითხოთ გამოძიებას, თუ რატომ დარჩა ამდენი კითხვა დაზარალებულ ოჯახს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი პრაქტიკა გვაქვს. ფაქტობრივად არც ერთი არგუმენტი არ არსებობდა, რატომ არ უნდა შექმნილიყო ეს კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე. სამწუხაროდ, პარლამენტის მზაობა, რომ კანონით დადგენილი პროცედურებით ჩაერთოს და ზედამხედველობა განახორციელოს, აქამდე არ ყოფილა. ჩვენი ვალია ეს საკითხი დავაყენოთ, "ქართული ოცნება" დავარწმუნოთ და ცივილიზებული, სწორი გზით წარვმართოთ ეს პროცესი. ჩვენ უნდა დავადგინოთ რა ინტერესი აქვს გამოძიებას, დაზარალებულის ოჯახს რომ უპირისპირდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურორი ინა გუგუშვილი მარიკა გოგოხიამ შეცვალა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია