დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა
ავტორი:
2013/დეკემბერი/07 19:30:02
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შეხვედრას ებრაელ კოლეგასთან მოშე იაალონთან გამართავს. ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ისრაელის თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.
დაგეგმილია ასევე შეხვედრები ისრაელის ეროვნული უშიშროების მრჩეველთან იოსი კოენთან და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელთან ამოს გილადთან.
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ისრაელში 8 დეკემბერს დასრულდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია