დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქდმ მოითხოვს, რომ ყველა სოფელმა საკუთარი პირველი პირი აირჩიოს
ავტორი:
2013/დეკემბერი/10 16:30:02
"ქრისტიან-დემოკრატები" მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მუნიციპალიტეტების რეგიონულ გაერთიანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი არ მიენიჭება.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კარგია, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და რეგიონები იმ ფორმით, რა ფორმითაც თავიდან იყო კანონპროექტში ჩაწერილი, აღარ შეიქმნება და აღარ იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მისივე თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ ყველა სოფელმა საკუთარი პირველი პირი უნდა აირჩიოს.
"გაურკვეველი რჩება კვლავ თვითმმართველი ქალაქების ბედი, რადგან ნამდვილად ვერ ავუხსნით ჩვენ ვერც სამტრედიელს, ვერც ჭიათურელს და ვერც ხაშურელს, რატომ უნდა იყოს ამბროლაური თვითმმართველი ქალაქი და რატომ არ უნდა იყოს ეს ქალაქები. ეს იქნება დიდი გაუგებრობა. ხელისუფლებას აქვს უმთავრესი ვალდებულება ჩაატაროს ნორმალური არჩევნები", - აღნიშნა მან.
თვითმმართველობის კოდექსის პროექტის პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა, ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განიხილეს. კოდექსის პროექტს პარლამენტის დანარჩენი კომიტეტები დღესვე განიხილავენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1178
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია