დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნოდარ ხადური - 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების ნაწილი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 12:00:02
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვედება, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრებს.
მინისტრის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების ნაწილი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
"შენიშვნების ნაწილი იქნება გათვალისწინებული იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანია. წელს ბიუჯეტი დაიგეგმა 3-პროცენტიანი დეფიციტის ფარგლებში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანა, რადგან მასში გათვალისწინებულია ყველა პრიორიტეტი. მათ შორის განათლება, საპენსიო უზრუნველყოფა და სოფლის მეურნეობა. ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს, როგორიც არ უნდა იყოს პროექტი. რაც შეეხება ზრდის ტემპს, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის ყველაზე მაღალი მსოფლიო ბანკის ინფორმაციით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა.
პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპი დღეს დასრულდება. ფინანსთა მინისტრი 2015 წლის ბიუჯეთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს როგორც უმცირესობის წევრებთან ასევე საპარლამენტო უმრავლესობასთანაც.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია