დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"სოლიდარობის ფონდი" დაფინანსების მსურველთა პირველ განცხადებებს 5 სექტემბერს განიხილავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/02 13:30:02
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდი", დაფინანსების მსურველთა პირველ განცხადებებს 5 სექტემბერს განიხილავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "სოლიდარობის ფონდიდან" აცნობეს, მუდმივმოქმედი კომისიის პირველ სხდომაზე, 25 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით მიღებული განცხადებები განიხილება, რის შემდეგაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვების კონკრეტული ფინანსური დახმარების შესახებ.
"საქართველოს სოლიდარობის ფონდს" უკვე 23 000-ზე მეტი საჯარო მოხელე და ასობით მოქალაქე შეურთდა. 31 აგვისტოს მონაცემებით, ფონდში მობილიზებულია 124 458 ლარი (ივლისში ჩარიცხულია 30 023 ლარი, აგვისტოში - 94 453 ლარი).
"სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში თითოეულ მოქალაქეს მადლობას უხდის და განმარტავს, რომ ნებისმიერი დონაცია, მოცულობის განურჩევლად, უაღრესად მნიშვნელოვანია.
"ყოველთვიური დონაციის შედეგად მობილიზებული თანხით საშუალება გვეძლევა, 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სრულად დავფაროთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ფინანსური საჭიროებები, რომელიც, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების პარალელურად, ჯერ კიდევ რჩება. დღევანდელი მხარდაჭერა გვარწმუნებს, რომ საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში შესაძლებელია როგორც ონკოლოგიური, ასევე ეტაპობრივად სხვა მძიმე სნეულებებით მცხოვრები ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მობილიზება", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია