დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რასმუსენი - რუსეთი მზად არის ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა საქართველო და მოლდოვა ევროკავშირისკენ არ ისწრაფვოდნენ
ავტორი:
2014/მაისი/19 17:00:03
ჩვენ უკვე ვნახეთ, რაოდენ დიდი ზეწოლა მოახდინა რუსეთმა მეზობლებზე, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, ამიტომ არ გამოვრიცხავ , რუსეთმა ზეწოლა განახორციელოს საქართველოსა და მოლდოვაზე, - ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვას, თუ რას გულისხმობდა გენერალური მდივანი, როდესაც რუმინულ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რუსეთმა გააძლიეროს ზეწოლა საქართველოსა და მოლდოვაზე.
"ჩემი მოსაზრება ეფუძნებოდა იმ გამოცდილებას, რაც უკვე გვაქვს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რაოდენ დიდ ზეწოლა მოახდინა რუსეთმა მეზობლებზე, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას აპირებენ. როგორც ეს იყო 2013 წლის ნოემბერში. ამიტომ, ვფიქრობ, შესაძლოა, ჩვენ ეს ვიხილოთ მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაშიც იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაასრულებენ ეს ქვეყნები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. არ ვიცი, კონკრეტულად რა სახის ზეწოლას მოახდენს რუსეთი და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს, მაგრამ თუ გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ეს შეიძლება იყოს გაზის ფასები, გაზის მიწოდება, სავაჭრო შეზღუდვები. ასევე ამ ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით და კონფლიქტების გაღვივებით დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, რუსეთი მზად არის ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა ეს ქვეყნები ევროკავშირისკენ არ ისწრაფვოდნენ.
ამასთან, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვაზე - საქართველოში თავდაცვის საშუალებების განლაგებასთან დაკავშირებით, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ეს ალიანსის წევრი-ქვეყნების გადასაწყვეტია.
"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია. ეს თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს პრაქტიკულ სამხედრო თანამშრომლობას. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად, თავდაცვითი საშუალებების განლაგებას, მსგავსი საკითხები ინდივიდუალურ მოკავშირეებზეა დამოკიდებული. ეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კეთდება", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია