დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალინმა იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
2018/ივნისი/25 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/elchebizalkaliani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500287-davith-zalkalinma-italiis-niderlandebis-safrangethisa-da-germaniis-elchebthan-shekhvedra-gamartha.html", "headline": "დავით ზალკალინმა იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებთან შეხვედრა გამართა", "datePublished": "2018-06-25 15:23:26", "dateModified": "2018-06-25 15:23:26", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/elchebizalkaliani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იოჰანეს დუმასთან, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პასკალ მენიესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე პაიჩისთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების პროცესზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ელჩებმა წარმატება უსურვეს დავით ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობაში და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გასაღრმავებლად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია