დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ" მოსახლეობას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა
ავტორი:
2014/მაისი/10 18:30:03
კოალიციამ "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" მოსახლეობას საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. კოალიციამ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებად შალვა ოგბაიძე, თენგიზ გენებაშვილი და გიორგი საჯაია წარადგინა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, საბურთალოს რაიონში, ისევე როგორც სხვა უბნებში კოალიციას ღირსეული, მშრომელი და პატიოსანი კანდიდატები ჰყავს წარდგენილი.
"შალვა ოგბაიძე არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა. ეს არის ადამიანი, რომელიც დაუღალავად იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, არასოდეს შეგუებია უსამართლობას, პრაქტიკულად მთელი მისი ოჯახი 26 მაისის მსხვერპლი იყო. მე დარწმუნებული ვარ, ბატონი შალვა იქნება საბურთალოს რაიონის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი.
რაც შეეხება ბატონ გიორგი საჯაიას, იგი გახლავთ არაჩვეულებრივი პოეტი, არაჩვეულებრივი მოქალაქე. ადამიანი, რომელიც ყველაზე რთულ დროს დაუდგა "დემოკრატიულ მოძრაობას" გვერდით და ერთი წამით არ გაუკეთებია არჩევანი კომფორტულად ყოფნასა და ბრძოლას შორის.
ჩვენი მესამე კანდიდატი, ბატონი თენგიზ გელებაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობენ და პატივს სცემენ მისი მეზობლები, მისი უბნისა და რაიონის მცხოვრებლები, რადგან კარგად იციან, რომ იგი არის სამართლიანი, პატიოსანი, მშრომელი ადამიანი.
ეს ადამიანები არიან გარანტები იმისა, რომ მოწესრიგდეს საბურთალოს რაიონი, მოწესრიგდეს თბილისის პრობლემები და მოწესრიგდეს ქვეყანა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია