დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით
ავტორი:
2014/თებერვალი/25 23:00:02
აშშ ყველა თავის დიპლომატიურ რესურსს და კონტაქტს გამოიყენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით. "უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის რუსეთის პროვოკაციები არის პირდაპირ კავშირში მიბმული იმასთან, რასაც მხარს უჭერს სრულიად დემოკრატიული თანამეგობრობა და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის პირველ რიგში საქართველოს ევროპეიზაცია და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრირება. ასოცირების შეთანხმებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ. აშშ დაჩქარებული წესით საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში, ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ისინი თავის ყველა დიპლომატიურ რესურსსა და კონტაქტებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-საც აქვს მოლოდინი, რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმებამდე, რუსეთი საქართველოში სიტუაციის გართულებას შეეცდება. "ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ამის ნათელი დადასტურება იყო მავთულხლართების ანუ საოკუპაციო ხაზის მშენებლობის განახლება ოლიმპიადის დასრულებისთანავე. ეს იყო გამოვლენიბა რუსეთის პოლიტიკის, მიუხედავად ჩვენს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა. ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აშშ-ს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ძალიან აფასებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად პროვოკაციისა, განაგრძობს დიალოგის გზით იმ პრობლემის მოგვარებას, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება ნატო-ს, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ბარაკ ობამამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარება აღუთქვა ნატო-ს წევრი ქვეყნების შიგნით კონსენსუსის მისაღწევად. "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ დაჩქარდეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. მან აღუთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა და დახმარება იმაში, რომ ერთობლივად მოიძებნოს გზები, რათა კონსენსუსი იყოს მიღწეული ნატო-ს წევრი ქვეყნების შიგნით და ისეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული საქართველოსთვის, რომელიც რეალურად ასახავს საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია