დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სარეინტეგრაციო დახმარება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის
სარეინტეგრაციო დახმარება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
სულ ნანახია 1556
ავტორი:
თამარ გოგიჩაიშვილი
მსგავსი სიახლეები

2013 წლიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით  ახორციელებს პროგრამას „რეინტეგრაციული დახმარება“, რომელიც საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებთან, ძირითადად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით იმართება:

 

„პროგრამა  ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, უწყვეტად 1 წლის განმავლობაში და დაბრუნდნენ საქართველოში (დაბრუნებიდან არაუგვიანეს 10 თვისა). მათ აქვთ უფლება მოგვმართონ ჩვენ, მობილურობის ცენტრს. მიიღონ დახმარება ან კონსულტაცია რამდენიმე მიმართულებით: სასწრაფო და გადაუდებელი, ელემენტარული პირობებით - 1000 ლარის ლიმიტით, სამედიცინო, სასწავლო კუთხით (გადამზადება არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში). ბიზნესგრანტით - 3000 ლარის ოდენობით. მცირე ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა იმ პირებზეა გათვლილი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უნარ-ჩვევები და წინაპირობები. ამგვარად, შეგვიძლია, საქართველოს მოქალაქეებს გადავაფიქრებინოთ საზღვარგარეთ წასვლა,“ -  აღნიშნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა, ნუგზარ კოხრეიძემ.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმებს, სარეინტეგრაციო დახმარების შესაძლებლობების დადგენა და მხარდაჭერა შესაძლებელია მიგრანტების ჩამოსვლამდე, ძირითადად, ეხება ჯანმრთელობასა და დროებით საცხოვრებელთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია