დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კრუ­კოვ­სკის პო­ლო­ნურ-ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრი გაიხსნა
სულ ნანახია 679
ავტორი:

 

 

ღო­ნის­ძიებას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი მიხეილ გი­ორ­გა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების მი­ნის­ტრი მიხეილ ჩხენ­კე­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე, ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფის თა­ნა­თავმჯდო­მა­რე მალ­გორ­ზა­ტა გო­სი­ევ­სკა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლო­ნე­თის რეს­პუბლი­კის სა­გან­გებო და სრუ­ლუფ­ლებია­ნი ელ­ჩი მა­რი­უშ მაშ­კი­ე­ვი­ჩი და სხვა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რები ეს­წრებოდ­ნენ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რებით კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა გა­ნაცხადა: „დღეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა. მიხარია, რომ ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იხსნება ქარ­თულ_პო­ლო­ნუ­რი ინ­ტერ­დის­ციპ­ლა­ნუ­რი კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო, კვლე­ვი­თი გეგ­მები აქვს ამ ცენტრს, ერ­თობლი­ვი კვლე­ვები,რო­მე­ლიც შარ­შან და­იწყო ,ჩვენ მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლებას მო­მა­ვალ­ში გან­ვსაზ­ღვროთ ქუ­თა­ი­სის ძვე­ლი კოლხური კულ­ტუ­რუ­ლი ლან­დშაფ­ტი,სწო­რედ პო­ლო­ნე­ლი ექ­სპერ­ტების დახმა­რებით და­იწყება მუ­შაობა მი­სი უკ­ვე იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რეობის ნუსხაში წარ­სად­გე­ნად.

მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის გახსნის სა­ფუძ­ვე­ლი გახდა 2017 წლის ზაფხულ­ში ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს შო­რის გა­ფორ­მებული თა­ნამ­შრომ­ლობის მე­მო­რან­დუ­მი, რა­მაც ახალ სა­ფეხურ­ზე აიყვა­ნა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლებით პო­ლო­ნე­თის მხარეს­თან უკ­ვე არ­სებული თა­ნამ­შრომ­ლობა.პო­ლო­ნე­თი პირ­ვე­ლი ქვეყანაა, რო­მე­ლიც მუდ­მივ­მოქ­მე­დი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მი­სი­ით იქ­ნება წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ცენტრს ცნობილი პო­ლო­ნე­ლი არ­ქე­ო­ლო­გის, სტე­ფან კრუ­კოვ­სკის  სახელი მი­ე­ნი­ჭა, რო­მელ­საც დი­დი ღვაწ­ლი მი­უძ­ღვის პა­ლე­ო­ლი­თის ხანის სა­ქარ­თვე­ლოს შეს­წავ­ლა­ში  (ჭი­ა­თუ­რის მახლობლადგა­მოქ­ვაბულ­შიმან პირ­ველ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნის კვა­ლი). 

კრუ­კოვ­სკის სახელობის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის პრი­ო­რი­ტეტსამ ეტაპ­ზე,   ქუ­თა­ი­სის ძვე­ლი კოლხური კულ­ტუ­რუ­ლი ლან­დშაფ­ტის კვლე­ვა წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის ფარ­გლებშიც ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი სა­მუ­შა­ოები 2017 წელს და­იწყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვები სა­ფუძ­ველს ქმნი­ან მო­მა­ვალ წლებში  გა­ნი­საზ­ღვროს ქუ­თა­ი­სის ძვე­ლი კოლხური კულ­ტუ­რუ­ლი ლან­დშაფ­ტის ზო­გად­სა­კა­ცობრიო ღი­რებულება და პო­ლო­ნე­ლი ექ­სპერ­ტების დახმა­რებით და­იწყოს მუ­შაობა მი­სი მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რეობის ნუსხაში წარ­სად­გე­ნად.

ბოლო წლებში, პო­ლო­ნე­თის მხა-რეს­თან კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობისა და გა­ნათ­ლების სფე­რო­ში გა­აქ­ტი­უ­რებული ურ­თი­ერ­თობების ფონ­ზე, გან­სა­კუთ­რებით ღრმავ­დება ინ­სტი­ტუ­ციებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლობა, რაც მეტ პერ­სპექ­ტი­ვებს და შე­საძ­ლებლობებს ქმნის  სა­ერ­თო მემ­კვიდ­რეობის შე­ნარ­ჩუ­ნების, ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტების პროფე­სი­უ­ლი ზრდი­სა და ხალხებს შო­რის ურ­თი­ერ­თობების გა­საღ­რმა­ვებლად.

 

ლი­კა კა­კუ­შა­ძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია