დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
სულ ნანახია 1163
ავტორი:

 

8 ოქტომბერს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ “ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი 2017-ის გამარჯვებულები გამოავლინა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში.

ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება და მისი მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები. კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე ტრადიციულად, დასახელდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენი“-ს სამი კავალერი: 1. სტივენ სპურიე, საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

2. ახალი ღვინის ფესტივალი (იაგო ბითარიშვილი და მალხაზ ხარბედია) - ღვინის მცირე მეწარმეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

3. საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში (La CI du VIn) ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის წარმოჩენისა და გამოფენის -„საქართველო - მევენახეობის აკვანი" GeorgIa, cradle of VIIculture ორგანიზებისთვის ქართული ღვინის ორდენები გადაეცათ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“.

კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები იყვნენ ენოლოგები და სომელიეები. წელს პროფესიულ ჟიურის ორი თანათავმჯდომარე ჰყავდა: შალვა ხეცურიანი (საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, „მარანი ხეცურიანის“ დამფუძნებელი) და სტივენ სპურიე - მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერი-ს (Decanter) კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის (L’AcademIe du VIn) და კრისტის (ChrIstIe's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში ტრადიციულად მონაწილეობდა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელთა უმრავლესობა, მათ შორის - მცირე მარნებიც.

დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო 19 კატეგორია, ყოველ მათგანში ასევე შედგა ფინალში გასული ღვინოების რეიტინგი. გამარჯვებულებს გადაეცათ სპეცილური დიპლომები და პრიზები, რომელიც საგანგებოდ კონკურსისთვის შეიქმნა. ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთარებულებს. ცერემონიაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ  სომელიეს სტატუსი მიანიჭა სოფო კობაიძეს და ნათია ლომიძეს, ხოლო ასისტენტ სომელიეს სტატუსი - მარიამ ლეკიშვილსა და ირაკლი ნონიაშვილს.

 

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქ.თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასტუმრო Rooms TbIlIsI, სასტუმრო IotaTbIlIsI და FabrIka.

 

გამარჯვებული ღვინოები

 

1. საუკეთესო წინანდალი

კახური ღვინის მარანი - წინანდალი 2010

კონჭო და კომპანია - წინანადალი 2013

 

2. საუკეთესო მწვანე

კახური ღვინის მარანი - მანავის მწვანე 2014

შუმი - მწვანე 2013

 

3. საუკეთესო რქაწითელი

მათრობელა - რქაწითელი 2016

 

4. საუკეთესო თეთრი ღვინო

შატო მუხრანი - საიდუმლო კოლექცია 2015

 

5. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო

თელიანი ველი - საფერავი ვარდისფერი ღვინო 2015

 

6. საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო

შატო მუხრანი - საიდუმლო კოლექცია 2014

კონჭო და კომპანია - ალექსანდროული 2014

 

7. საუკეთესო  წითელი ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინო

იკანო - საფერავი/მერლო ნახევრადტკბილი ღვინო 2015

 

8. საუკეთესო საფერავი

ტიფლისკი ვინნი პოგრებ - საფერავი 2016

თელიანი ველი - საფერავი 2016

 

9. საუკეთესო მუკუზანი

კონჭო და კომპანია - მუკუზანი 2013

 

10. საუკეთესო პრემიალური საფერავი

ქართული ღვინის სახლი - საფერავი 2015 

 

11. საუკეთესო ხვანჭკარა

თბილღვინო - ხვანჭკარა 2016

 

12. საუკეთესო ქინძმარაული

შილდა - ქინძმარაული 2015

 

13. საუკეთესო უსახელოური

შილდა - უსახელოური 2015

 

14. საუკეთესო ქვევრის ბუნებრივი ქარვისფერი ღვინო

თორნიკე მეტრეველი - რქაწითელი ქვევრის 2015

შატო სვანიძე - რქაწითელი ქვევრის 2013

დათო ჩიხლაძე - კახური მწვანე ქვევრის 2015

 

15. საუკეთესო ქვევრის ბუნებრივი წითელი ღვინო

პაპუნას მარანი - საფერავი 2016

პეტრიაანთ მარანი - საფერავი 2016

შაქარაშვილი - საფერავი 2016

დორემი - ოჯალეში 2016

თეგანი - საფერავი 2016

 

16. საუკეთესო ქვევრის ქარვისფერი ღვინო

დანიელი - ქისი 2016

ვინეპონტო - ხიხვი 2016

გავაზი ქვევრის თეთრი - 2013

ვინეპონტო - ქისი 2016

 

17. საუკეთესო ქვევრის წითელი ღვინო

ქვევრის ღვინის მარანი - საფერავი 2016

კონჭო და კომპანი - საფერავი 2013

ვინივერია - საფერავი 2014

შუხმან ვაინს ჯორჯია - საფერავი 2015

გავაზი ქვევრის წითელი- 2010

ვიტა ვინეა საფერავი 2015 

 

18. საუკეთესო ჭაჭა

თელიანი ველი - ჭაჭა ვერცხლი

 

19. საუკეთესო ჭაჭა, დავარგებული

კახური ღვინის მარანი - ჭაჭა დავარგებული

 

დიპლომატების ჟიურის რჩეული ღვინოები:

 

1. საუკეთესო წინანდალი

გავაზი - წინანდალი 2014

 

2. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო

თელიანი ველი - საფერავი როზე ნახევრად მშრალი 2015

 

3. საუკეთესო პრემიალური საფერავი

შილდა - ნაფარეული 2015

 

4. საუკეთესო ქვევრის ქარვისფერი ღვინო

ჩელთი - რქაწითელი/მწვანე 2016

 

5. საუკეთესო ქვევრის წითელი ღვინო

 

ქვევრის ღვინის მარანი - საფერავი 2016

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია