დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის სასწრაფომ ახალი რეანიმობილებით მომსახურება დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1967
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 4 ახალი რეანიმობილი გადაეცა. სამედიცინო ჯგუფები გამოძახებაზე ახალი რეანიმობილებით უკვე გავიდნენ. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ახალი ტექნიკა მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს, რადგან გაუმართავი ავტომობილების გამო, გამოძახებაზე ხშირად დაგვიანებით უწევდათ მისვლა.

 

რაც შეეხება სამედიცინო ჯგუფებს, მათი რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმერეთის რეგიონის უფროსმა განაცხადა, ქუთაისის სასწრაფოს ძველი ავტომობილები იმერეთის რამდენიმე რაიონს გადაეცემა.

 

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ქუთაისის სასწრაფო ბუხაიძის 12 ნომერში მდებარე შენობაში დაბრუნდა. როგორც მედპერსონალი აღნიშნავს, ახალ ცენტრში გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ და უმთავრეს პრობლემად  დაბალ ხელფასებს ასახელებენ.

 

იმერეთის რეგიონს, ჯამში, 41 ახალი ავტომობილი გადაეცა, აქედან 9 ქუთაისს მოემსახურება. ავტომობილები  ცენტრებში წლის ბოლომდე ეტაპობრივად შევა.

ქუთაისის სასწრაფოს ახალი რეანიმობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.

 

როგორც მათ აღნიშნეს, პირველადი დახმარების პრობლემა ქალაქში მწვავედ იდგა, არ იყო გამართული ტექნიკა და წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო, სასწრაფო თავის შენობაშიც არ იმყოფებოდა. სახელმწიფოს გადაწყვეტილება ახალი რეანიმობილების გადაცემასთან დაკავშირებით მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს, მომავალი წლიდან ექიმების გადამზადება დაიწყება და შესაძლოა, ხელფასების გაზრდაც მოხდეს.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია