დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფრანგმა პროკურორმა ექს-მინისტრის ძვირადღირებულ ადვოკატს სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია?
ფრანგმა პროკურორმა ექს-მინისტრის ძვირადღირებულ ადვოკატს სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1745
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

როდის წარდგება კეზერაშვილი ქართველი პროკურორების პირისპირ?

 

 

 

ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით 15 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს. 2 თებერვალს კი სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. საბოლოოდ, 27 თებერვალს საფრანგეთის სასამართლომ ყოფილი ქართველ მაღალჩინოსნის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

 

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ფრანგმა პროკურორმა ექს-მინისტრის ძვირადღირებულ ადვოკატს სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია.  ამასთან, წულუკიანის თქმით, კეზერაშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად პროკურატურა მუშაობას აგრძელებს.

 

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორც იყო ერთ მხარეს კეზერაშვილის ძვირადღირებული ადვოკატი და მეორე მხარეს - ფრანგი და არა ქართველი პროკურორი, რომელმაც ამ ძვირადღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია. ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცველის სახელით ევალებოდა, დაეცვა ჩვენი ინტერესი. ეს ასე ვერ მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზერაშვილი გაამართლა რამეში. საქართველოში მის წინააღმდეგ ბრალი წაყენებულია და ასეც დარჩება. მე ვწუხვარ, რომ კეზერაშვილს არ მიეცა საშუალება, ჩამოსულიყო და აქ გაებათილებინა მის წინააღმდეგ წაყენებული ქართველი პროკურორის ბრალდებები. ყოველ შემთხვევაში, ამით ჩვენი სამუშაო ამოწურული არ არის. მე ვიცი, რომ პროკურატურა ამ საკითხზე მუშაობს და გაგრძელდება მუშაობა, რათა დღეს თუ არა ხვალ კეზერაშვილი ჩამობრძანდეს ქვეყანაში და პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის მოტივი პოლიტიკურია და საქმე რომ მტკიცებულებებით გამყარებული ყოფილიყო, ფრანგულ სასამართლოს ეჭვები არ გაუჩნდებოდა, შესაბამისად, ქართული მხარის მოთხოვნაც დაკმაყოფილდებოდა.

 

„საქმე რომ მყარი ყოფილიყო, პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ ექს-ან-პროვანსის სასამართლოს ეჭვები არ გაუჩნდებოდა. ცნობილია, რომ საქართველოში ჩემს ექსტრადიციაზე, მოსამართლეს უარის თქმის რეკომენდაცია ფრანგმა პროკურორმა მისცა. პროკურორმა, რომელიც როგორც წესი, სასამართლოში, ექსტრადიციის მთხოვნელ მხარეს, ანუ სახელმწიფოს წარმოადგენს. ასეთი რამ ძალიან იშვიათია სასამართლო პრაქტიკაში. არ არსებობს არცერთი არსებითი მტკიცებულება, რომელიც ჩემს ინტერესს ან მონაწილეობას დაადასტურებდა ამ საქმეში. საქართველოს პროკურატურა შეეცადა დაემალა იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებენ. ასევე ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. საქმის გაუმართაობაზე 23 იანვრის სასამართლოზე თავად პროკურორმა ისაუბრა,“ - აცხადებს დავით კეზერაშვილი. მისი თქმით, ჯოზეფ კეის ჩვენება ხელისუფლებასთან გარიგების შედეგია.

 

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბარში ამბობს, რომ კეზერაშვილის ძვირადღირებული ადვოკატები არაფერ შუაშია და ქართველმა პროკურორებმა ფრანგ პროკურორს ვერ მიაწოდეს დამამტკიცებელი მასალები, რის საფუძველზეც მაღალ დონეზე დააყენებდა მოთხოვნას. საფრანგეთის სასამართლო არ არის ისეთი, რომ ვინმემ გავლენა მოახდინოს - პრეზიდენტმა  სარკოზიმ ვერ მოახდინა თავის დროზე გავლენა და კეზერაშვილის და „ნაციონალების“ ლობისტები, მით უმეტეს, ვერ მოახერხებდნენ.

 

„მინდა მივმართო თეა წულუკიანს. აქ ძვირადღირებული ადვოკატები არაფერ შუაში არიან. მე ვესწრებოდი ამ პროცესს და საკუთარი თვალით ვნახე, რომ მათ დიდი მუშაობა არ დასჭირვებიათ, ოთხიდან სამი ისე იჯდა, არც ერთს ხმა არ ამოუღია. არ დამავიწყდება ფრანგი პროკურორის წამოძახილი: თქვენ რაღაც სისულელეებს მელაპარაკებითო! გამწარებული იყო... საქართველოდან ჩამოსული პროკურორი რომ გეტყვის, ეგ ჩემი კომპეტენცია არ არის, ვერ ვერკვევი, თბილისში გადავრეკავო, რა უნდა გავაკეთო? როცა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა ილაპარაკა, იცი როგორი მზერა ჰქონდათ? შვებით ამოისუნთქეს, სამუშაო აღარ გვაქვსო,“ - აცხადებს  გიორგი ფოფხაძე. მისივე თქმით, კეზერაშვილის საქმეზე ქართული მხარე ექსტრადაციას ვეღარ მოითხოვს, რადგან არსებობს მაასტრიხტის ხელშეკრულება და ის ვრცელდება ევროკავშირის 28 ქვეყანაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია