დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წინასაარჩევნო ამბები - 2017
სულ ნანახია 1410
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

გასული კვირის ქრონიკა

 

უკვე ცნობილია "ნაციონალურმა მოძრაობის"  ქუთაისის მერობის კანდიდატიც. ის საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძეა. მისი წარდგენა ქუთაისში მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა.  

 

"ქუთაისი საქართველოს დედაქალაქია. ქუთაისი არის ყველა ქართველის სიამაყე,  ქუთაისზე ზრუნვა, ქუთაისზე ფიქრი და ქუთაისის კეთილდღეობისთვის შრომა არის ყოველი ჩვენთაგანის ვალდებულება და სასიამოვნო ვალდებულება, მინდა დავამატო", - განაცხადა  გრიგოლ  ვაშაძემ.

ასევე ცნობილია "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია: ავტოქარხანა - ვალერი კლდიაშვილი და გაგა მანაგაძე; საფიჩხია  - გია უკლება; ნიკეა - კახა გაბუნია; კახიანოური - დავით ბახტაძე; ვაკისუბანი - ჯუმბერ შაშიაშვილი; გამარჯვება - ლაშა შალამბერიძე; ძელქვიანი-  მალხაზ ვაშაყმაძე; ქალაქ-მუზეუმი - ნიკა ნარსია; უქიმერიონი - მამუკა ირემაძე.

 

 

* * *

წინასაარჩევნო სეზონი ძალას იკრებს და შესაბამისად, პარტიების ურთიერთბრალდებების კასკადიც ბუნებრივია. ამ მხრივ „თავისუფალი საქართველო“ კვლავ აქტიურია.

აღნიშნული პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

"მოსახლეობას ხვდებიან მერიის მანქანებით, მათი საწვავით და მათი ტექნიკით, იყენებენ ფოტოაპარატებს და მერიის ადმინისტრაციული რესურსი ოცნების ჭიღვარიას სრულ მორჩილებაშია," - აცხადებს წულაია.

ბრალდებებს კი უარყოფს როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური, ასევე - „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი.

"ქართული ოცნების"  შტაბს გააჩნია საკუთარი ტექნიკური საშუალებები და საკმარისზე მეტი ავტომანქანები. ამდენად, მსგავსი აბსურდული განცხადებები მიმართულია მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაციისა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანისაკენ. შესაბამისად, კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის 1 პუნქტის "" და "" ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევას", -  აცხადებს შტაბის იურისტი გოჩა ავალიანი.

 

 

* * *

„შენების მოძრაობის" სიის პირველი ნომერი მერობის კანდიდატი, ალუდა გოგლიჩიძე იქნება.
დავით უსუფაშვილმა ის უკვე წარუდგინა ქუთაისის საზოგადოებას.

ალუდა გოგლიჩიძის თქმით, ქუთაისში არსებული პრობლემების მოგვარება მის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ჩვენ უნდა ვესაუბროთ არა მარტო ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მთელს მოსახლეობას. ქალაქში ბევრი პრობლემაა და თუ მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, ან სხვა რომელიმე ცალკეულ პრობლემაზე ვისაუბრებთ, არაფერი გამოვა. მთავარი გამოწვევა ქალაქის  პროგრამული ბიუჯეტის შექმნა იქნება, ქუთაისს არ აქვს გრძელვადიანი განვითარების გეგმა და ამაში ვხედავ დიდ პრობლემას“.

მისივე თქმით, ის მერის სტატუსის გარეშეც დარჩება ქუთაისის აქტიურ პოლიტიკაში.

 

„ჩემი ამოცანა რაღაც პოზიციის დაკავება არ არის, ჩემი ამოცანა ქუთაისის გამოცოცხლებაა, სწორედ ამიტომ მე ვიქნები სიის პირველი ნომერი და მერის სტატუსის გარეშეც დავრჩები ქალაქის აქტიურ პოლიტიკაში“, - ამბობს ალუდა გოგლიჩიძე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია