საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ჯერ ჩვენ თავთან უნდა ვაღიაროთ, რომ დედა ეკლესია ცუდ დღეშია“
სულ ნანახია 695
ავტორი:

 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საეკელიო სკანდალის დაწყებიდან უკვე სამი კვირა გადის და საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ სრულიად გაუმჭვირვალეა ინფორმაცია იმის შესახებ, რეალურად მზადდებოდა თუ არა პატრიარქის თუ რომელიმე მარალი საეკლესიო იერარქიის პირის მოწამვლვა ციანიდით, რომლის გამოც დღემდე წინასწარპატიმრობაშია მამა გიორგი მამალაძე. დღემდე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები თუ მოსაზრებები ვრცელდება როგორც მედიით, ისე სოციალური ქსელებით.

ჩვენი ყურადღება განსაკუთრებულად მიიქცია მანანა ქურციკიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა სტატუსმა და ეს განსაკუთრებულობა იმის გამოცაა, რომ ქალბატონი მანანა თავად ამ წიაღში ცხოვრობს რამდენიმე ათეული წელია, ის მეუფე ზინობის მეუღლეა. შესაბამისად, მისი დაკვირვებით გაკეთებული ანალიზი, ვფიქრობტ, ძალიან საინტერესოა.

გთავაზობთ მანანა ქურციკიძის კომენტარს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.„ჩემი 27 წლიანი დაკვირვების შედეგად და ბოლო 2 კვირის მოვლენების თვალის დევნების საფუძველზე... საბოლოოდ დავასკვენი _ როცა საქმე ეკლესიას ეხება, ქართველი ადამიანი ერთდროულად ბრმაც ხდება, ყრუც და მუნჯიც.

ვიღაცამ ძალიან მაგრად შეგვაშინა, რომ ღმერთი დაგვსჯის, თუკი რელიგიურ უსამართლობას ვამხელთ, თუკი სასულიერო პირის აუგს ვიტყვით (დამსახურებულად, რა თქმა უნდა), თუკი თვალს კარგად გავახელთ... თუ კი შავის გათეთრებაზე თავს არ დავაკანტურებთ.... თუ კი, თუ კი, თუ კი...

არადა, არასოდეს არსად მინახავს უსამართლობაზე თავის მოდრეკის იმდენი ფაქტი, რაც ამ 25 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ეკლესიასთან ახლო კავშირი მაქვს.

ჩემს თვალწინ ხდებოდა კეთილი მამების ჩაგვრა და ხალხის მტრად გამოცხადება მაღალი სასულიერო იერარქის მიერ.... მაგრამ რა... საქმე ხომ ეკლესიას ეხება და უსამართლობას ხალხი ასე ხვდებოდა : " ჩვენ ვინ მოგვცა მისი განსჯის  უფლება." მერე მიდიოდნენ და რუდუნებით კოცნიდნენ ათასი ცოდვის ჩამდენ ხელს, რომელსაც მხოლოდ იმიტომ მიენიჭა მაღალი ამბიონიდან პირჯვრის გადასახვის უფლება, რომ უშიშროებამ ასე ისურვა.

არა და არა ბატონებო.

ღმერთი არ დაგსჯით იმის გამო, თუკი იტყვით, რომ ასე არ შეიძლება. ღმერთი მოწყალეა და დიდი. ღმერთი გვპატიობს, ღმერთს ვუყვარვართ და ყველაზე მეტად ტკივა ის სიბინძურე, რასაც მისი სახელით ჩადიან ქალნი თუ კაცნი. ღმერთი არ მფარველობს უსამართლობას.

ამიტომ სჯობს, ერთხელ გავუსწოროთ თვალი სიმართლეს. ჯერ ჩვენ თავთან ვაღიაროთ, რომ დედა ეკლესია ცუდ დღეშია.

ცუდ დღეშია ჩვენი ბრძენთაბრძენი პატრიარქი...

ცუდ დღეში ვართ ჩვენ... რადგან იძულებული ვართ, ჩუმად  ვიყოთ და ჩვენი შიში ქრიატისნულ მორჩილებად და რწმენად მოვნათლოთ.

მეც მეშინია. თქვენთან ერთად  მეც მეშინია, სიმართლის ძიებამ ქართული ეკლესიის რეპუტაცია არ შეიწიროს, მაგრამ, აქვე დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ. ქართული ეკლესიის იმიჯი დიდი ხანია, შელახულია. მას შემდეგ, რაც ახალმა თაობამ ჯიპიან მამაოებზე დაიწყო ქილიკი. მას შემდეგ, რაც ერთი ადამიანის თვალში მაინც გაჩნდა ირონია სასულიერო პირის მიმართ.

შეხედეთ თქვენს შვილებს, შვილების მეგობრებს... ხედავთ მათ თვალებში იმავე მოწიწებას, რასაც საკუთარ მზერაში? ხედავთ იგივე შიშს, იგივე სიყვარულს?....

შეხედეთ და სიმართლის მთქმელებს ქვას კი ნუ დაუშენთ .... იფიქრეთ, რით შეიძლება ვუშველოთ ჩვენ რწმენას და ეკლესიას, რომელმაც 20 საუკუნე მხრებით გვატარა.

იფიქრეთ და იქნებ მაშინ მაინც გამოჩნდეს სინათლე გვირაბის ბოლოს.“

 

 

მანანა ქურციკიძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია