დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გეგუთში პატიმრების ცემის ფაქტზე სახალხო დამცველი გამოძიების დაწყებას ითხოვს
გეგუთში პატიმრების ცემის ფაქტზე სახალხო დამცველი გამოძიების დაწყებას ითხოვს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1795
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

2014 წლის 7 თებერვალს სახალხო დამცველი გეგუთის ?14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს შეხვდა. უჩა ნანუაშვილი ადასტურებს, რომ ამჟამად დაწესებულებაში 800-მდე პატიმარი შიმშილობს. საუბარში პატიმრებმა ძირითად პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი მთავარი მოთხოვნაა, პირადად პროკურატურამ გამოიძიოს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრებზე ფიზიკური ზეწოლის სამი ფაქტი.

 

სახალხო დამცველთან შეხვედრაზე პატიმრებმა ასევე მოითხოვეს, მოიხსნას ამანათების შეგზავნაზე ადმინისტრაციის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები და შეიცვალოს გრძელვადიანი პაემნების დროს პატიმართა ოჯახის წევრების მიმართ ღირსების შემლახავი შემოწმების წესი.

 

პატიმრები უკმაყოფილო არიან საყოფაცხოვრებო პირობებით. მათ სურთ, ხელი მიუწვდებოდეთ დამაკმაყოფილებელ სამედიცინო მომსახურებაზე და გაიზარდოს სეირნობის ხანგრძლივობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პატიმართა განცხადებები აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ამ თხოვნით უჩა ნანუაშვილი შესაბამის უწყებას უახლოეს დღეებში მიმართავს.

 

 

***

 

პატიმრების მონახულების შემდეგ, სახალხო დამცველი იმერეთის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის  წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე იმერეთში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს  ამ საკითხთან დაკავშირებული  პრობლემები, მიმდინარე ცვლილებები.

 

ნანუაშვილის განცხადებით,  დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს შეხვედრებს, რადგან მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ სამოქალაქო სექტორიდან.

 

„გვინდა, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლი შევასრულოთ და ხალხისთვის საინტერესო საკითხები მივაწოდოთ შესაბამის სტრუქტურებს“.

 

უჩა ნანუაშვილის თქმით, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება სამომავლოდ. მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური ქსელის გაძლიერება, ახალი თანამშრომლების მიღება, მჭიდრო ურთიერთობის დამკვიდრება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ვინაიდან, მისი განცხადებით: „საჭირო და აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. ლოკალურ დონეზე მოქმედი ენჯეო სექტორიდან შეგიძლია მიიღო უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კონკრეტულ რეგიონში,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

სახალხო დამცველმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უახლოესი სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი,   ერთ   თვეში  იგეგმება  „სპეციალური ანალიტიკური დეპარტამენტის“ შექმნა, რომლის თანამშრომლები მოამზადებენ სპეციალურ ანგარიშს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

„უნდა გაძლიერდეს რეგიონალური ოფისები და მათ დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

მისი თქმით, ამიერიდან, ყოველი თვის ბოლოს სახალხო დამცველი შეხვდება ჟურნალისტებს და მათთან ერთად შეაჯამებს გასული თვის მუშაობის შედეგებს. ასევე თებერვლიდან, ყოველი თვის ბოლო პარასკევს სახალხო დამცველის ოფისი, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, გამართავს სახალხო დისკუსიას აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.  პირველი ასეთი შეხვედრა ნანუაშვილმა 24 თებერვლისთვის დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, ხუდონჰესის მშენებლობის საკითხის განხილვას დაეთმობა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია