დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ერთად გავიხსენოთ 2016 წლის „მაიმუნობები“
ერთად გავიხსენოთ 2016 წლის „მაიმუნობები“
სულ ნანახია 1508
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

გასული 2016 წელი ქართული პოლიტიკისათვის და არა მხოლოდ პოლიტიკისათვის, საკმაოდ მრავალფეროვანი და დაძაბული იყო. ყველაზე მთავარი პოლიტიკური მოვლენა ალბათ საპარლამენტო არჩევნები და „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში დარჩენაა. თუმცა, ყველაზე მტკივნეული მაინც ლარის რეკორდული გაუფასურებაა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა 2017 წელს ეგებება.

 

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. მართალია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ექსპერტები ვარაუდობდნენ, თუმცა არა საკონსტიტუციო უმრავლესობით. უფრო მეტიც, დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსის“ მესამე ძალად შესვლას პოლიტიკური ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა ყველასთვის. კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ის ჯაჭვური რეაქცია, რაც არჩევნებში დამარცხებამ გამოიწვია პოლიტიკურ ოპოზიციაში - ირაკლი ალასანია და მისი თანამებრძოლები პოლიტიკიდან საერთოდ წავიდნენ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლამის დაშლის ზღვარზე დგას - ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ჯერ დავა იმაზე დაიწყო,  უნდა შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში, ხოლო შემდეგ იმაზე გაგრძელდა - უნდა დარჩეს თუ არა პარტიის თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტური მიხეილ სააკაშვილისთვის. ამ საკითხებზე პარტიის შიგნით ატეხილი დავიდარაბა,  2017 წლის თავისტკივილადაც დარჩება. 

გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა კი, რომელიც ამავე დროს ყველაზე მტკივნეულიცაა, ლარის რეკორდული დევალვაციაა. დოლართან მიმართებაში ჩვენი ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და გასცდა კიდეც. თუმცა, მთავრობის მტკიცებით მაინც ყველაფერი კარგადაა და ლარის ასეთი გაუფასურება გარე ფაქტორების ბრალია და მთავრობის ეკონომიკური თუ საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკა არაფერ შუაშია. უფრო მეტიც - ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა რომ წარმატებულია, ამის დასადასტურებლად ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, ამჟამად ფინანსთა მინისტრად დამტკიცებულმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში უდაო და ემოციური არგუმენტი მოიყვანა ჯიბიდან ამოღებულ ბღუჯა ფულზე და ტანში სასიამოვნოდ ჟრიალზე. „როდესაც მე ქალბატობს 100-ლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ამოიღო ფულის ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი“ - ემოციურად განუცხადა ბატონმა ქუმსიშვილმა პარლამენტარებს, რომლებიც მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ.

გასული წელი ალბათ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროების ფაქტითაც დაგვამახსოვრდება, როდესაც ფარულად გადაღებული მასალების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა მოხდა პოლიტიკოსების შანტაჟის მიზნით და ამას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. უფრო მეტიც, ალბათ ყველას დაამახსოვრდა პრეზიდენტის საჯარო განცხადება მდიდარი სექსუალური ცხოვრების თაობაზე.

რაც შეეხება არაპოლიტიკურ ხასიათის მომენტებს, ყველაზე ხმაურიანი და დასამახსოვრებელი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ტიტას ყიდვა და დენდროლოგიურ პარკში გადარგვა, რომლის სურათებმაც მოიარა მთელი ინტერნეტ სივრცე და რომელსაც არაერთი ხუმრობა თუ კრიტიკა მიეძღვნა.

და ბოლოს, გასული წლის ყველაზე სასიამოვნო და უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ქართული დამწერლობის აღიარება მსოფლიოს მიერ. იუნესკოს  გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდეობის ნუსხაში შეიტანა.

 

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია