დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შორენა კანდელაკი: „ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა ჩემი ჰობი იყო, ახლა კი - მთავარი საქმეა“
შორენა კანდელაკი: „ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა ჩემი ჰობი იყო, ახლა კი - მთავარი საქმეა“
სულ ნანახია 1038
ავტორი:

 

ერთ-ერთ დაწესებულებაში გავიცანით ერთმანეთი, ახლაც კი მახსოვს რა ეცვა... ადამიანის შინაგანი სამყარო ჩაცმულობაშიც კი იკითხება. სიყვარულის ისტორიას არ გიამბობთ,ეს მეგობრობის ისტორიაა...

 

მის გარუჯულ სხეულს საოცრად უხდებოდა ლურჯი კაბა... როგორც შემდეგ გავიგე, მისი შეკერილი იყო. როცა მის მაგიდას მივუახლოვდი, ვაჟა-ფშაველას კრებულს მოვკარი თვალი, ჩემსავით ყვარებია-მეთქი, გავიფიქრე. .პოეზიის და ლიტერატურის სიყვარულმა დაგვაახლოვა, ერთმანეთს შეტყობინებებს ლექსებით ვუგზავნიდით: ნიკო გომელაური, ტერენტი გრანელი, გალაკტიონი... ასე შემოიჭრა ის ჩემს ცხოვრებაში.

„მეგობარი ხიდის მოაჯირს უნდა          ჰგავდეს. შეიძლება, არც კი შეეხო, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ არ გადავარდები!“(ოსკარ უაილდი). ასეთი მყარი საყრდენია ჩემთვის შორენა კანდელაკი.

რითი გამოირჩევა? ქმნის ულამაზესს სამკაულებს, ქსოვს ქუდებს, ჩანთებს. აქვს საკუთარი მაღაზია. მონაწილეობა მიიღო არტგენი 2017-ში.

ის დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში, ამჟამად ცხოვრობს თბილისში.

მინდა, ჩვენს მკითხველსაც გავაცნო, რადგან ვგრძნობ, რომ აუცილებლად დაგაინტერესებთ. ჩვენი ინტერვიუ ასე წარიმართა:

  შორენა, მოდი, საუბარი ბოლოდან დავიწყოთ, ახლახანს მონაწილეობა მიიღე არტგენ 2017-ში, რა მოგცა ამ დღეებმა?

4 წელია, არტგენში მონაწილეობას ვიღებ და ყოველ წელს შემოქმედებითად გაზრდილი ვხვდები. არტგენი 2017 განსაკუთრებული იყო იმით,რომ გავიცანი ბევრი ნიჭიერი ხელოვანი, შევხვდი ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს და ის ერთი კვირა იყო ნაყოფიერი. მივიღე რამოდენიმე საინტერესო შემოთავაზება, რამაც მეტი შემართება მომცა.

ალბათ შეხვდი საინტერესო ადამიანებს,გაიზიარე თუ არა მათი გამოცდილება?

საინტერესო ადამიანებს თითქმის ყოველდღე ვხვდები.გამოცდილებას კი ცხოვრება იძლევა.

როგორ მოირგე საქმიანი ქალის იმიჯი?

ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა ბავშვობიდან დავიწყე. ეს ჩემი ჰობი იყო, დღესდღეობით კი, ძირითადი საქიანობაა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ჩევენი ნამუშევრების გამოფენაზე გატანა. რადგან ინტერესი დიდი იყო, გავხსენით მაღაზია. შედეგად მივიღეთ უამრავი ქართველი და უცხოელი კმაყოფილი მომხმარებელი.

იყო თუ არა დასაწყისი დაბრკოლებებით სავსე?

რა თქმა უნდა, თავდაპირველად იყო სირთულეები, სანამ ხალხი გამიცნობდა და შეაფასებდა ჩემს ნამუშევრებს.

საჭიროა თუ არა იღბალი წარმატებისთვის?

ვფიქრობ, რომ ბევრი შრომა და ცოტა იღბალი საჭიროა წარმატებისთვის.

შენ ხარ შემდგარი ქალი, გაქვს შენი საქმე, ბიზნესი, რამდენ დროს უთმობ საკუთარ თავს?

დიახ, ნამდვილად ვარ რეალიზებული ქალი. მაქვს საყვარელი საქმე, ვცდილობ, ვიყო კარგი მეუღლე და მეოჯახე(მგონი გამომდის), ვახერხებ, ყოველთვის ვიყო ფორმაში, რადგან მიმაჩნია, ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია.

რა გიქმნის განწყობას?

განწყობა შეიძლება შემიქმნას კარგმა ამინდმა, კარგმა მუსიკამ. ვცდილობ, დღე ღიმილით დავიწყო.

შენი ერთი დღე...

დილას ვიწყებ ყავის დალევით, მივდივარ მაღაზიაში. არასოდეს ვაწყობ წინა დღით გეგმას. მივყვები დროის დინებას.

რა დაგრჩა სათქმელი?

მინდა, მადლობა გადაგიხადო. მე მგონი,გამომივიდა.

 

 

 

 


 

 ესაუბრა ნატო ყურაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია