დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მასწავლებლები გაფიცვებს იწყებენ
სულ ნანახია 1523
ავტორი:

უახლოეს დღეებში საქართველის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ინიციატივით, საჯარო სკოლების პედაგოგები საპროტესტო, გამაფრთხილებელ აქციებს გამართავენ.

 

დაგეგმილია მიმართვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთანაც, რათა არ მოხდეს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ფორმით მიღება, სადაც პედაგოგთა საბაზო ხელფასის ე.წ. ეტაპობრივი ზრდაა ჩადებული.

 

პედაგოგები მთავრობის მიერ 3 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საბაზო ხელფასი იზრდება მხოლოდ 50 ლარით, დანარჩენი ხელფასების მატება დაკავშირებულია „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროექტის“ მოთხოვნებთან, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა.

 

როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე მაია კობახიძე „კომერსანტთან“ აცხადებს: გაუგებარია, რატომ იზრდება პედაგოგის საბაზო ხელფასი, სიმბოლურად 50 ლარით 2015 წლის სექტემბრიდან, მაშინ როდესაც საბიუჯეტო წელი იწყება 1 იანვრიდან. გარდა ამისა, მისი თქმით, პროფკავშირები ეწინააღმდეგება პედაგოგის შრომის ანაზღაურების გაზრდის მიბმას კატეგორიებს შორის განსხვავებებზე. კობახიძე განმარტავს, რომ საბაზო ხელფასის ზრდა უნდა გაიმიჯნოს პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით სახელფასო განსხვავებისაგან და საბაზო ხელფასი განმავლობაში გაიზარდოს ყველა პედაგოგისთვის.

 

კობახიძე აცხადებს, რომ ჩვენ გვყავს 1000-ლარიანი პედაგოგები, რომლებიც პედაგოგთა საზოგადოების 1 პროცენტიც კი არ არის. „როდესაც სერთიფიცირებულ მასწავლებელს მიეცემა 75-ლარიანი დანამატი და დღეს ასეთი მასწავლებელი ქვეყანაში მხოლოდ 20 000-ია, დანარჩენი 42 000 პედაგოგის სოციალური პირობები ამით ვერ გაუმჯობესდება.“ მისი შეფასებით, კვალიფიკაციების მიხედვით განსხვავებულმა ანაზღაურებამ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი ვერ აამაღლა და პედაგოგი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაში დარჩა.

 

საქართველის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ითხოვდა და ითხოვს, პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად და უახლესი 3 წლის განმავლობაში გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად განისაზღვროს კატეგორიებს შორის განსხვავება. პროფკავშირები ამ ინიციატივით მიმდინარე წლის თებერვალში გამოვიდა, რაზეც თანხმობა მიიღო როგორც განათლების სამინისტროსგან, ისე პრემიერ-მინისტრისგან.

 

 

სოფო ქსოვრელი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია