„მაშინ წამოვალ ჯარიდან, როცა დედაჩემს აფხაზეთის მიწაზე დავადგმევინებ ფეხს“
ჩემი რესპონდენტი ქალბატონი იმით არის გამორჩეული, რომ მისი, ერთი შეხედვით, ნაზი უბრალოების მიღმა უდიდესი სიმამაცე და ამასთანავე ენით აღუწერელი ტკივილი იმალება. ასაკი გამოვლილმა გაჭირვებამ დაატყო, თუმცა, 60 წლის ქალბატონის იერი უაღრესად სიცოცხლისუნარიანია.