დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თორნიკე მარჯანიშვილი: „ოპერის თეატრი დღეს ქუთაისისთვის ’ალიან საჭიროა“
თორნიკე მარჯანიშვილი: „ოპერის თეატრი დღეს ქუთაისისთვის ’ალიან საჭიროა“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1673
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახლადდანიშნული მმართველი თორნიკე მარჯანიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოპერის თეატრში რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და, ძირითადად, ტექნიკური კუთხით აპირებს მუშაობას.

 

„ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ თანამდებობაზე დანიშვნა. თუმცა, მიმუშავია ამ მიმართულებით და საკმარისი გამოცდილებაც მაქვს.

 ჩემი ძირითადი მუშაობა პროექტების დამუშავებას და ფინანსების მოძიებას შეეხება, მაგრამ არ ვიქნები ორიენტირებული მხოლოდ ფინანსების მოზიდვის კუთხით, ვინაიდან თეატრს შემოქმედება სჭირდება და ფინანსები გაკეთებული საქმის შემდეგ უნდა წამოვიდეს, რათა ერთობლივი შედეგი დავდოთ. მთავარი ყურადღება მექნება ფუნქციების გადანაწილებაზე, პასუხისმგებლობები უნდა მოემატოს ზოგიერთ სამსახურს. პირველ რიგში, თეატრში ტექნიკური საკითხების მოგვარებას ვიწყებ.  დაწყებული მაქვს მუშაობა სქემაზე, სადაც თითოეული თანამშრომლის უფლება-მოვალეობები გაიწერება. ოპერის თეატრი დღეს ქუთაისისათვის ძალიან საჭიროა,“ - განაცხადა თორნიკე მარჯანიშვილმა.

 

მარჯანიშვილის თქმით, ოპერის თეატრის შენობასაც სჭირდება მიხედვა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ აქ გაკეთდა რემონტი, პრობლემები მაინც არსებობს. პრობლემაა  უხარისხო განათება, ოპერის თეატრს მსგავსი განათება არ უნდა ჰქონდეს. პირველი ნაბიჯები შენობის პრობლემების მოგვარების კუთხითაც უნდა გადავდგათ.“ - ამბობს მარჯანიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ  გასულ კვირას კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თეატრის დირექტორის პოზიციაზე რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი დაამტკიცა. თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოქმედი რეჟისორია.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია