საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აგ­როჟურ­ნა­ლის­ტი­კა რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დი­ის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლება ხდება
აგ­როჟურ­ნა­ლის­ტი­კა რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დი­ის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლება ხდება
სულ ნანახია 826
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

რე­გი­­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­­ცი­ამ GRMA აგ­როჟურ­ნა­ლის­ტი­კის სახელ­მძღვა­ნე­ლოს პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა.

„კარ­ტლის აგ­რო­სის­ტე­მების“ გო­რის ფერ­მერ­თა ცენ­ტრში „სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­­ცი­ამ“ ჟურ­ნა­ლის­ტებსა და ფარ­თო პუბლი­კას აგ­როჟურ­ნა­ლის­ტი­კის გზამ­კვლე­ვი წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც რე­გი­­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­­ცი­ის წევ­რებისათ­ვის, რო­გორც სახელ­მძღვა­ნე­ლო მომ­ზად­და და მიზ­ნად ისახავს დახმა­რება გა­­წი­ოს სოფ­ლის მე­ურ­ნეობის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე, ან და ამ სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სებული მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.
აგ­როჟურ­ნა­ლის­ტი­კის სახელ­მძღვა­ნე­ლო არის ერ­თი­­ნი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც განხორ­ცი­ელ­და შვე­­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რებისა და თა­ნამ­შრომ­ლობის სა­­გენ­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია MERCY CIROS-ის მცი­რე კავ­კა­სი­ის ალი­ან­სების პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­­ცი­ის GRMA, სა­ქარ­თვე­ლოს მა­უწყებელ­თა ასო­ცი­­ცი­­სა GARB და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის რე­სურს ცენ­ტრთან JRC პარ­ტნი­­რობით.
„სახელ­მძღვა­ნე­ლო პირ­ვე­ლი მცდე­ლობაა ქმე­დი­თი და ეფექ­ტუ­რი დახმა­რება გა­­წი­ოს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თა­ვი მოუყაროს ჟურ­ნა­ლის­ტებისათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხებს სოფ­ლის მე­ურ­ნეობის მი­მარ­თუ­ლებით. სახელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რები არი­ან პრაქ­ტი­კო­სი ჟურ­ნა­ლის­ტები სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დასხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებთან და სფე­როს ექ­სპერ­ტებთან ერ­თად,“ - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­­ცი­ის აღ­მას­რუ­ლებელი დი­რექ­ტო­რი მა­ია მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

სახელ­მძღვა­ნე­ლო მო­­ცავს შემ­დეგ თე­მებს:  აგ­როჟურ­ნა­ლის­ტი­კა,  აგ­რო­ნი­მი­ის სა­ფუძ­ვლები ჟურ­ნა­ლის­ტების­თვის,  აგ­რო­კა­ლენ­და­რი,  ვე­ტე­რი­ნა­რი­ა,  სურ­სა­თის უვ­ნებლობა და DCFTA,   მე­დია ტექ­ნო­ლო­გია აგ­რობიო მრა­ვალ­ფე­როვ­ნების საჩ­ვე­ნებლად,  მინ­დვრი­დან სუფ­რამ­დე პრო­ცე­სის გა­შუ­ქება,  მეცხოვე­ლეობის გა­შუ­ქება და სხვა. სახელ­მძღვა­ნე­ლოს ადაპ­ტი­რებული ვერ­სია  ასო­ცი­­ცი­ის ვებ ვერ­დზე: www.grma.ge გან­თავ­სდება.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ  აგ­როჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლებით შვე­­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რებისა და თა­ნამ­შრომ­ლობის სა­­გენ­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია MERCY CIROS-ის მცი­რე კავ­კა­სი­ის ალი­ან­სების პროგ­რა­მის ხელ­შეწყობით სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებში სოფ­ლის მე­ურ­ნეობის გა­შუ­ქების სას­წავ­ლო კურ­სის და­ნერ­გვა მიმ­დი­ნა­რეობს. 6 სას­წავ­ლებელ­ში აგ­როჟურ­ნა­ლის­ტი­კა სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუმ­ში უკ­ვე ინ­ტეგ­რირ­და, ხოლო პრაქ­ტი­კო­სი ჟურ­ნა­ლის­ტებისათ­ვის გზამ­კვლე­ვი მომ­ზად­და.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ ჩვე­ნი ორ­გნი­ზა­ცია ხელს უწყობს ად­გი­ლობრი­ვი პარ­ტნი­­რების ინი­ცი­­ტი­ვებს ისე­თი სა­კითხების გარ­შე­მო, რომ­ლებიც სოფ­ლის მდგრად გან­ვი­თა­რებას უწყობს ხელს და მიზ­ნად ისახავენ თა­ვი­ან­თი მცდე­ლობებით გა­ნა­ვი­თა­რონ ეს სფე­რო. ამი­ტომ აგ­როჟურ­ნალ­სტი­კის გზამ­კვლე­ვის გა­მო­ცე­მას მხარი და­ვუ­ჭი­რეთ. იმე­დია  რე­გი­­ნუ­ლი მე­დი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებისათ­ვის  ეს გზამ­კვლე­ვი კარ­გი დამხმა­რე აღ­მოჩ­ნდება, ვფიქ­რობთ, გზამ­კვლე­ვი  ხელს შე­უწყობს უფ­რო გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში აგ­რო მი­მარ­თუ­ლებით უკე­თე­სი  მე­დია პრო­დუქ­ტის შექ­მნას, -“ ამბობს ნო­ნა სამხარა­ძე, MERCY CIROS-ის მცი­რე კავ­კა­სი­ის ალი­ან­სების პროგ­რა­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

აგ­როს­ფე­რო­ში რე­გი­­ნუ­ლი მე­დი­ის მნიშ­ვნე­ლობაზე გა­­მახვი­ლა ყურად­ღება პარ­ტნი­ორ­მა კომ­პა­ნია „კარ­ტლის აგ­რო­სის­ტე­მების“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა რობერტ რე­ვი­ამ. სწო­რედ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­­წევს   მხარ­და­ჭე­რას  „რე­გი­­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­­ცი­ის“ ჟურ­ნა­ლის­ტებს აგ­რო ექ­სპერ­ტების მო­ძიებასა და მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას სოფ­ლის მე­ურ­ნეობის დარ­გში მიღ­წე­­ლი ინო­ვა­ციების შე­სახებ.

 

„ჩვე­ნი კომ­პა­ნია ორი­ენ­ტი­რებულია ხარისხია­ნი და მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის სოფ­ლის მე­ურ­ნეობის წარ­მოებაზე. ჩვენს აგ­რო წარ­მოებას ახალი ცოდ­ნა და ტექ­ნო­ლო­გიების და­ნერ­გვა სჭირ­დება,  ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ად­გი­ლობრი­ვი მე­დი­ის რო­ლი. ჩვენ ვხედავთ, რომ აგ­როჟურ­ნა­ლის­ტი­კის სახელ­მძღვა­ნე­ლოც ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლების­კენ არის წინ გა­დად­გმუ­ლი ნაბიჯი. ამი­ტო­მაც ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ „რე­გი­­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­­ცი­ას­თან,“- გა­ნაცხადა რობერტ რე­ვი­ამ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია