დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟურ­ნა­ლის­ტის ფიქ­რები ქუ­თა­ის­ზე
ჟურ­ნა­ლის­ტის ფიქ­რები ქუ­თა­ის­ზე
ავტორი: „ეს წიგ­ნი ჩე­მი ფიქ­რებია ქუ­თა­ის­ზე - ქა­ლაქ­ზე, რო­მელ­საც, უკე­თე­სი მო­მავ­ლის გრძელ მო­ლო­დინ­ში, უნ­და ახსოვ­დეს თა­ვი­სი წარ­სუ­ლიც“. თა­მარ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი
სულ ნანახია 2574
ავტორი:
„ეს წიგ­ნი ჩე­მი ფიქ­რებია ქუ­თა­ის­ზე - ქა­ლაქ­ზე, რო­მელ­საც, უკე­თე­სი მო­მავ­ლის გრძელ მო­ლო­დინ­ში, უნ­და ახსოვ­დეს თა­ვი­სი წარ­სუ­ლიც“. თა­მარ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი

ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ა­ნის წიგნი გახსოვს, ქუ­თა­ი­სო?“

 

„ერთ დღეს, ბიბლი­ო­თე­კა­ში რო­მე­ლი­ღაც თე­მა­ზე მუ­შაობისას, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჟურ­ნალ-გა­ზეთ­თა გაყვით­ლებულ კომ­პლექ­ტებში გაბნე­ულ ჩემს ძველ პუბლი­კა­ციებში საკ­მა­რი­სად იდო ის ღი­რებული დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, რომ­ლის და­კარ­გვა, ალბათ, და­სა­ნა­ნი იქ­ნებოდა და რო­მე­ლიც დროს­თან თა­ნა­ფარ­დობით უნ­და მო­მე­ტა­ნა ახალი თაობის მკითხველ­თან - ქა­ლა­ქუ­რი ყოფი­თა და კულ­ტუ­რით, სა­ზო­გა­დოებრი­ვი მოვ­ლე­ნებითა და ტრა­დი­ციებით, მწერ­ლობითა და ხელოვ­ნებით, უბრა­ლოდ, ქუ­თა­ი­სის ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სებულ ახალ­გაზ­რდობასთან“.

 

ასე იწყებს წიგ­ნის „გახსოვს, ქუ­თა­ი­სო?“ წი­ნა­სიტყვაობას ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ა­ნი. ერთ დიდ კრებულად შეკ­რუ­ლი ქუ­თა­ი­სის ამბები, მე­რი­ის 70%-ია­ნი თა­ნა­და­ფი­ნან­სებით, ახალი წლის დღეებში დაიბეჭ­და.

წე­რი­ლები, რომ­ლებიც წიგ­ნშია თავ­მოყრი­ლი, ქა­ლა­ქი­სა და რეს­პუბლი­კის სხვა­დასხვა ჟურ­ნალ-გა­ზე­თებში იბეჭ­დებოდა 1979-2015 წლებში. ავ­ტო­რი გან­სა­კუთ­რებით აღ­ნიშ­ნავს გა­ზეთ „პოს­ტსკრიპ­ტუმს“, სა­დაც 14 წე­ლი რე­დაქ­ტო­რად იმუ­შა­ვა და, რო­გორც თა­ვად ამბობს, სა­შუ­ა­ლება მი­ე­ცა, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­სინ-    ჯა კა­ლა­მი. წიგნის კომპიუტერულ აწყობა-დაკაბადონებაზე სწორედ გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ დიზაინერმა, ირმა ბახუტაშვილმა, იმუშავა, ხოლო დაიბეჭდა სტამბაში „ხომლი-ენი“, ბატონ ელგუჯა თავბერიძესთან.

 

***

2016 წე­ლი ნანული ცხვედიანის სამ დღე­სას­წა­ულს აერ­თი­ა­ნებს: მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მა­ტი­კით დატ­ვირ­თუ­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მას, 60 წლის იუბილე­სა და  35 წლი­ან ჟურ­ნა­ლის­ტურ შე­მოქ­მე­დებას. 

 

უხერხული­ა, ალბათ, საყვა­რელ ადა­მი­ან­ზე წე­რო, თან ისე, რომ სტი­ლის­ტუ­რი შეც­დო­მები არ და­უშ­ვა (ქალბატო­ნი ნა­ნუ­ლი წლების გან­მავ­ლობაში ჩე­მი მკაც­რი და უსაყვარ­ლე­სი რე­დაქ­ტო­რი გახლდათ). მე­ტად სა­პა­სუხის­მგებლო მი­სია ვი­კის­რე. გა­მო­გიტყდებით და მი­სი წე­რის სტი­ლის­თვის ბევრჯერ მი­მიბაძავს და ახლაც, ამ წე­რი­ლის წე­რი­სას, გულ­დას­მით ვფურ­ცლავ  წიგ­ნში „მწერ­ლების“ რუბრი­კას,  ჟან­რი რომ შე­ვუ­სა­და­გო წე­რილს...  ერ­თი სიტყვით, ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნი გახდა.

ქალბატო­ნი ნა­ნუ­ლი­სა­გან, მრა­ვალ­გზის თხოვ­ნის მიუხედა­ვად, მე­ტად თავ­მდაბლუ­რი უა­რი მი­ვი­ღე ინ­ტერ­ვი­უ­ზე. იმე­დი მაქვს, არ ვაწყენი­ნებ, მის­გან­ვე მოს­მე­ნილ წიგ­ნთან და­კავ­ში­რებულ ამბებს თუ შე­ვი­ტან წე­რილ­ში.

 

***

668 გვერ­დი­ან წიგ­ნში 140-ზე მე­ტი მა­სა­ლაა შე­ტა­ნი­ლი: „თუმ­ცა იყო ათა­სობით წე­რი­ლი, მათ­გან მხოლოდ ქუ­თა­ის­თან და­კავ­ში­რებული 300  შე­ირ­ჩა. მიუხედა­ვად გა­მოხშირ­ვი­სა, წიგ­ნი მა­ინც სქელ­ტა­ნი­ა­ნი დარ­ჩა. მე გა­მი­მარ­თლა, ამ 35 წლის მან­ძილ­ზე არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შევხვდი, რო­მელ­თა­გან მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან და ძვირ­ფას ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებდი. თა­ვის­თა­ვად ცხადი­ა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ კარ­გავ­და ღი­რებულებას და დღე­საც ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორც ოდეს­ღაც იყო.  აქ, ქუ­თა­ი­სის გარ­და, არის კი­დევ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლებიც, რო­მელ­თა და­კარ­გვა ძალ­ზე და­მე­ნა­ნა და გვერ­დზე ვე­ღარ გა­დავ­დე, თუმ­ცა მა­სა­ლების აბსო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სობა ქუ­თა­ი­სის თე­მა­ა,“ - მითხრა ავ­ტორ­მა ერთ-ერ­თი საუბრი­სას.

წიგ­ნი - „გახსოვს, ქუ­თა­ი­სო?“ ქა­ლა­ქის თით­ქმის ყვე­ლა კუთხე-კუნ­ჭულს მო­გა­ტა­რებთ. მო­დით, ერ­თად გა­და­ვავ­ლოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან თე­მა­ტი­კას თვა­ლი. კი­დევ ერთხელ შე­ვა­ღოთ ავ­ტო­რის თვა­ლით და­ნახული სტუ­მარ-მას­პინ­ძლუ­რი, თე­ატ­რა­ლუ­რი, პო­ე­ტუ­რი, მხატ­ვრუ­ლი ქუ­თა­ი­სის კა­რი.

წიგ­ნი 11 რუბრი­კა­დაა დაყოფი­ლი: „უც­ნობი ფურ­ცლები“, „ქუ­თა­ი­სუ­რი სა­დარბაზოები“, „მწერ­ლები“, „მხატ­ვრები“, „მუ­სი­კა, ფოლ­კლო­რი“, „თე­ატ­რი“, „მემ­კვიდ­რეობა“, „სხვა­დასხვა“,  „ქუ­თა­ი­სე­ლები“, „ჟურ­ნა­ლის­ტები“ და    „ეს ჩვე­ნი ქუ­თა­ი­სია“.

ავ­ტო­რი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რებულად ღი­რებულია რუბრი­კებში „უც­ნობი ფურ­ცლები“ და „ეს ჩვე­ნი ქუ­თა­ი­სია“ მო­თავ­სებული მა­სა­ლები. წიგ­ნში ასე­ვე შეხვდებით, რო­გორც ქალბატო­ნი ნა­ნუ­ლი ამბობს, პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით მის ამჟამინ­დელ გე­მოვ­ნებას სრუ­ლი­ად მო­ურ­გებელ სტა­ტიებსაც, თუმ­ცა თვლის, რომ თა­ვად რეს­პონ­დენ­ტები იმ­სახურებდნენ გან­სა­კუთ­რებულ ყურად­ღებას და სა­ზო­გა­დოებისათ­ვის ამ სახელების შე­სახსე­ნებლად ჩა­უ­დევს წიგ­ნში.

 

***

წიგ­ნის პირ­ვე­ლი სტა­ტი­ა­ა, სა­თა­უ­რით „ცხელი ნაკ­ვერჩხალი დრო­თა ნა­ცარ­ში ანუ გახსოვს, ქუ­თა­ი­სო, შე­ნი პი­პი­ნია მი­ქე­ლა­ძე?“ 

„პი­პი­ნი­ას შე­სახებ მა­სა­ლები თით­ქმის არ მო­ი­პო­ვება. მე გა­მი­მარ­თლა, რომ წლების წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე მი­სი შვი­ლი, აფხაზე­თი­დან დევ­ნი­ლი, პრო­ფე­სო­რი არ­ჩილ მი­ქე­ლა­ძე, რო­მელ­მაც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­და. მან მითხრა, რომ პი­პი­ნი­ას არ­ქი­ვი  სოხუმ­ში დარ­ჩა. ამას უკ­ვე არა­ფე­რი ეშ­ვე­ლება. ბატონ არ­ჩილ­თან ამ ვრცე­ლი საუბრით კი პი­პი­ნია მი­ქე­ლა­ძის ცხოვ­რებისა და მოღ­ვა­წეობის სუ­რა­თია აღ­დგე­ნი­ლი. მე ეს მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც მქონ­და გან­თავ­სებული და ასე­უ­ლობით ადა­მი­ან­მა გა­ი­ზი­ა­რა ჩე­მი „პოს­ტი“(ბევ­რმა - ავ­ტო­რის და­სახელების გა­რე­შე). ეს იმა­ზე მეტ­ვე­ლებს, რომ სა­ზო­გა­დოება დღე­საც და­ინ­ტე­რე­სებულია ამ ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნით. ბოლოს და ბოლოს, პი­პი­ნია მი­ქე­ლა­ძის არა­ერ­თი ფრთი­ა­ნი სიტყვა და გა­მოთ­ქმა ხომ დღე­საც ცოცხლობს ბაღის კი­დე­ზე.

ზუს­ტად იმის გათ­ვა­ლის­წი­ნებით, რომ      პი­პი­ნია მი­ქე­ლა­ძე ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დოებრი­ვი პერ­სო­ნაა და ჩე­მი ექ­სკლუ­ზი­უ­რი მა­სა­ლაც არა­ერ­თმა ავ­ტორ­მა მი­ი­სა­კუთ­რა, გა­დავწყვი­ტე, ჩე­მი წიგ­ნი სწო­რედ ამ წე­რი­ლით გა­მეხსნა. თუმ­ცა ქრო­ნო­ლო­გი­უ­რა­დაც ხომ სწო­რედ ამ ლე­გენ­და­რულ კაცს  ეკუთ­ვნო­და წიგ­ნის პირ­ვე­ლი ფურ­ცლები.“

 

***

წიგ­ნი „გახსოვს, ქუ­თა­ი­სო?“ იძ­ლე­ვა არა­ერთ საყურად­ღებო ინ­ფორ­მა­ცი­ას, ქა­ლა­ქის მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ა­ზე, სა­ზო­გა­დოებრივ მოვ­ლე­ნებზე, თუნ­დაც - გა­რე­მო­ზე. მა­გა­ლი­თად, ამ მხრივ გან­სა­კუთ­რებით საყურად­ღებოა სტა­ტია „მი­წის­ქვე­შა ქუ­თა­ი­სი“, რო­მე­ლიც გვაც­ნობს, თუ რა­ო­დენ სა­ინ­ტე­რე­სოა მი­წის­ქვე­შა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რების თვალ­საზ­რი­სით, ფრი­ად პერ­სპექ­ტი­უ­ლი - ქუ­თა­ი­სის კარ­სტი. სტა­ტი­ა­ში მოთხრობილია ალი­ო­შა ნემ­სიწ­ვე­რი­ძი­სა და მი­სი თა­ნა­მო­აზ­რეების მი­ერ 1956 წელს ჯაჭ­ვის ხიდ­სა და წი­თელ ხიდს შო­რის მდებარე უც­ნობი მღვი­მის აღ­მო­ჩე­ნის ამბავი.

გან­სა­კუთ­რებით სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია ბულ­ვა­რის ის­ტო­რია. ავ­ტო­რი გვაც­ნობს  „ქუ­თა­ი­სის სა­უ­კუ­ნე­ნახევ­რის პარ­ლა­მენტს, ანუ ცხელ-ცხელ ამბებს „ხრი­კის მო­ე­დან­ზე“.  ჩვენს თვალ­წინ ცოცხლდება ის სა­ზო­გა­დოება, რო­მე­ლიც ამ­შვე­ნებდა ბაღის კი­დეს: აკა­კი წე­რე­თე­ლი, გი­ორ­გი ზდა­ნე­ვი­ჩი,  კი­რი­ლე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ნი­კო ნი­კო­ლა­ძე, გი­ორ­გი წე­რე­თე­ლი, სერ­გეი მესხი, მა­მია გუ­რი­ე­ლი...

ასე­ვე განხილუ­ლია ბულ­ვარ­ში არ­სებული ფლო­რა, უნი­კა­ლუ­რი ჯიშის მხცო­ვა­ნი მცე­ნა­რეები. ავ­ტო­რი სვამს სა­კითხს ის­ტო­რი­უ­ლი ბაღის იერ­სახის შე­ნარ­ჩუ­ნების თაობაზე,  ის ბულ­ვარს სა­ა­მაყო წარ­სუ­ლის ცოცხალ ძეგ­ლად მოიხსე­ნიებს და ერ­თგვარ მე­სიჯს გზავ­ნის ქა­ლა­ქის საკ­რებულოს მი­სა­მარ­თით - და­იც­ვან იგი!

 

***

წიგ­ნში დაბეჭ­დი­ლია არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო, მათ შო­რის პი­პი­ნია მი­ქე­ლა­ძის პი­რა­დი არ­ქი­ვი­დან, ძვე­ლი ქუ­თა­ი­სე­ლი ფო­ტოგ­რა­ფების არ­ქი­ვებიდან, სხვა­დასხვა საოჯახო ალბომი­დან.

გა­რე­კან­ზე კი მო­თავ­სებულია გა­ზეთ  „პოს­ტსკრიპ­ტუ­მის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის ნა­ტო გუბელა­ძის მი­ერ გა­და­ღებული ფო­ტო „აგუ­ლი ერის­თა­ვი და პი­კა­სოს ბიჭი“. წიგ­ნის ავ­ტო­რის შე­ფა­სებით, მან ეს ფო­ტო სა­გან­გებოდ შე­არ­ჩია კრებული­სათ­ვის, რად­გან წიგ­ნის სა­თა­ურს და ში­ნა­არსს ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ იგი შე­ე­საბამებოდა თა­ვი­სი ნოს­ტალ­გი­უ­რი ხასი­ა­თით. ამ ფო­ტოს გა­და­ღების ის­ტო­რია კი წიგ­ნში ერთ-ერთ წე­რი­ლა­დაა შე­ტა­ნი­ლი: „აგუ­ლი ერის­თა­ვი „პი­კა­სოს ბიჭს“ ჩაეხუტა“.

 

***

კრებულ­ში ლა­პა­რა­კია  მე-20 სა­უ­კუ­ნის ქა­ლა­ქურ კულ­ტუ­რა­ზე, ტრა­დი­ციებზე, ოჯახურ დი­ნას­ტიებზე, პი­როვ­ნებებზე. აქ არის ინ­ტერ­ვი­უები, რომ­ლებიც თა­ვი­სებურად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნენ ჩვენს სა­სი­ქა­დუ­ლო მწერ­ლებს: რე­ზო ჭე­იშ­ვილს, ოტია იო­სე­ლი­ანს, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს, რე­ზო გაბრი­ა­ძეს, ირაკ­ლი აბაში­ძეს, კულ­ტუ­რი­სა და ხელოვ­ნების ცნობილ წარ­მო­მად­გენ­ლებს.

აქ შეხვდებით არა­მარ­ტო ცნობილ სა­ზო­გა­დო სახელებს, არა­მედ რი­გით ქუ­თა­ი­სე­ლებსაც, რომ­ლებიც თა­ვი­სებურ კო­ლო­რიტს აძ­ლევ­დნენ და აძ­ლე­ვენ ქა­ლაქს.

 

***

„გახსოვს, ქუ­თა­ი­სო?“ - ახალი გა­მო­სუ­ლი­ა, თუმ­ცა ქალბატო­ნი ნა­ნუ­ლის სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მი­ღებული შე­ფა­სებებით ვრწმუნ­დებით, რომ სა­ზო­გა­დოებას ადა­მი­ა­ნუ­რი თე­მები მო­ე­ნატ­რა. წიგ­ნის ავ­ტო­რის Facebook-ის გვერ­დზე ვკითხულობთ, თუ რო­გორ ითხოვენ  წიგ­ნის ტი­რაჟის გან­მე­ო­რებას მე­გობრები, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნები...

„ძი­რი­თა­დად, უკ­ვე მი­ვი­და მკითხვე­ლამ­დე ის, რაც და­სა­ვიწყებლად არ მე­მე­ტებოდა. მად­ლობელი ვარ სა­ზო­გა­დოების, რომ ასე გულთბილად მი­ი­ღო ჩე­მი წიგ­ნი.  ძა­ლი­ან მიხარი­ა, რომ დამ­სახურებულად თუ და­უმ­სახურებლად, ადა­მი­ა­ნების კე­თილ­განწყობა მო­ვი­პო­ვე. ზო­გი­ერ­თი ისე­თი გე­მოვ­ნებია­ნი და მკაც­რი მკითხვე­ლი­ა, იმათ შე­ფა­სებას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლობა აქვს ჩემ­თვის. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტების უმ­რავ­ლე­სობა უკ­ვე გარ­დაც­ვლი­ლი­ა, თუმ­ცა მა­თი ოჯახის წევ­რები და მემ­კვიდ­რეები უყურად­ღებოდ არ ტო­ვებენ წიგნს“.

ამო­ნა­წე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიღებული შე­ფა­სებებიდან:

ეთერ ნაც­ვლიშ­ვი­ლი: „ნა­ნუ­ლი, ჩე­მო კარ­გო, დღეს შე­ვი­ძი­ნე შე­ნი წიგ­ნი, რო­მელ­მაც მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რება და­მი­დო ხელის გულ­ზე. ის, რაც ყოველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­დაც კი გვეჩ­ვე­ნებოდა, შენს რო­მან­ტი­ულ სუ­ლის ქუ­რა­ში მხატ­ვრულ სახეებად არის ქცე­უ­ლი. გა­მახსენ­და ანა ახმა­ტო­ვა, რო­მელ­მაც თქვა, თქვენ რომ იცო­დეთ, სა­ი­დან არის ამო­სუ­ლი ის ყვა­ვი­ლები, რა­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა  ჰქვი­აო... თუმ­ცა ამ პოსტს სხვა სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი მა­წე­რი­ნებს... წიგ­ნი იყიდება ძა­ლი­ან სწრა­ფად. რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლობაში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა იკითხა. ჩემს მე­გობარს უნ­დო­და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ეგ­ზავ­ნა ერ­თი ქუ­თა­ი­სე­ლი მეც­ნი­ე­რი­სათ­ვის და მა­ღა­ზი­ი­დან მა­ღა­ზი­ა­ში მო­უ­წია სი­ა­რუ­ლი. მოკ­ლედ, გი­ლო­ცავ კი­დევ ერთხელ და ახლა, მკვიდ­რად რომ გა­ნე­ფი­ნე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გულ­ში“.

მაგ­და ყურაშ­ვი­ლი: „ქალბატო­ნო ნა­ნუ­ლი, მოვ­დი­ვარ ახლა ქუ­თა­ი­სი­დან და მო­მაქვს ნა­ნატ­რი „გახსოვს, ქუ­თა­ი­სო?“ კვი­რა იყო და ვე­ღარ მო­ვე­დი „ჩე­მი წი­ლი წარ­წე­რა რომ მი­მე­ღო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ამაყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ბაბუას მა­გივ­რა­დაც მინ­და მად­ლობა გითხრათ! რო­გორ ჩაიხითხითებდა მი­სებურად და ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო ად­გი­ლას გა­მო­დებდა ამ სა­ო­ცარ წიგნს, თით­ქოს ვხედავ... აგერ, ბატო­ნო, ვინც ქუ­თა­ისს შო­რი­დან იც­ნობთ, შე­ი­ძი­ნეთ და რას ნიშ­ნავს ნამ­დვი­ლი ქუ­თა­ი­სი, მიხვდებით. არა­და, კი­დევ ორი თუ სა­მი ასე­თი ფორ­მა­ტის „გახსოვს, ქუ­თა­ი­სო?“ არის და­სა­წე­რი, მხოლოდ ჩე­მი ბავ­შვობის დრო­ინ­დე­ლი ქუ­თა­ი­სის ექი­მობა, მწერ­ლობა, ჟურ­ნა­ლის­ტები და სხვა მოღ­ვა­წეები რომ მო­იც­ვას. საყვა­რე­ლო ქალბატო­ნო, ნა­ნუ­ლი მას­წავ­ლებელო, დი­დი მად­ლობა ამ სა­ჩუქ­რის­თვის!“

ზვი­ად კირ­ტა­ვა: „დი­დი მად­ლობა, ქალბატო­ნო ნა­ნუ­ლი, ბრწყინ­ვა­ლე სა­ჩუქ­რი­სათ­ვის! თქვე­ნი წიგ­ნი, მარ­თლაც, დი­დი სა­ჩუ­ქა­რია მთლი­ა­ნად ქუ­თა­ი­სი­სა და ქუ­თა­თუ­რებისათ­ვის! წარ­მა­ტებები“.

მარ­თა­ლი­ა, წიგ­ნი, უმე­ტე­სად, გარ­და­სულ სახეებზე, სა­ზო­გა­დოების მეხსი­ე­რების შრეებში და­ლე­ქილ ფაქ­ტებსა და მოვ­ლე­ნებზე მოგ­ვითხრობს, მაგ­რამ  მას­ში გვხვდება ორი წარ­მა­ტებული ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდაც - საზ­ღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ბარი­ტო­ნი გო­ჩა აბულა­ძე და ენათ­მეც­ნი­ე­რი ზა­ქა­რია ფურცხვა­ნი­ძე. ავ­ტორ­მა ამით თქვა, რომ მას არ სურ­და მხოლოდ წარ­სულ­ზე საუბარი. ამ ახალ­გაზ­რდების სახით მან ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დოების ხვა­ლინ­დე­ლი სახე და­ი­ნახა.

 

აკი თა­ვის წი­ნა­სიტყვაობაშიც წერს:

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია