დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის შეფასება ახალი კრიტერიუმებით მოხდება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 3736
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა ახალი კრიტერიუმებით შეფასდება. როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარეობს ახალი მეთოდოლოგის შემუშავება, რომლის მიხედვით განისაზღვრება სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების საგრანტო მაჩვენებელი.

 

ჯანდაცვის სამინისტროში წარდგენილი პროექტის თანახმად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი აგენტების შეფასება, ანკეტა შეივსება ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო სამსახურიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე და თავიდან გადამოწმდება ინფორმაცია სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეების შესახებაც.


როგორც სამინისტროში ამბობენ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდომარეობის შეფასებისას, არ იქნება გათვალისწინებული დღეს მოქმედი აგენტის სუბიექტური შეფასება, მაგალითად, ოჯახის წევრთა ჩაცმულობა, ჰიგიენის საშუალებები და ა.შ.

საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თავიდან გადაიხედება ქულები, თუმცა ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

 

სოციალურად დაუცველთათვის ქულების მინიჭების სისტემას ჰქონდა ორი ჯგუფის პრობლემა, ერთი ის, რომ ძალიან დიდი არეალი იყო დაკავებული სუბუექტური მომენტისთვის, ანუ სოციალურ აგენტს საკმაოდ დიდი ველი რჩებოდა სუბიექტური გადაწყვეტილებისთვის გარკვეული ინფორმაციის აკრეფისას, და მეორე, საკუთრივ მეთოდოლოგიას ჰქონდა ასევე ხარვეზები, რომელიც პერმანენტულად სწორდებოდა. თუმცა, ვფიქრობ, UNICEF-ის დახმარებით მოვახერხებთ ამის სისტემურ გადაწყვეტას. მე ვფიქრობ, შევძლებთ მივაღწიოთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომ ქულების მინიჭების სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი გახდეს,“ - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ, ჟურნალისტებსა და სააგენტოს თანამშრომლებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და ახალი კრიტერიუმების შემუშავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

მისი განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებასთან ერთად იცვლება სიღარიბის ინდიკატორებიც. ძირითადი აქცენტი ოჯახის შემოსავლებზე  და მის მიერ უძრავი ქონების ფლობაზე გაკეთდება და არა იმაზე, თუ რამდენს ხარჯავს ოჯახი საჭიროებიდან გამომდინარე.

 

2013 წლის სექტემბერში UNICEF-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მეთოდოლოგიის გადახედვისა და ახალი კრიტერიუმების შემუშავების პროცესი, რომელიც უწყებების წარმომაგენელთა განმარტებით, უახლოეს მომავალში დაინერგება.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ არსებული სოციალური პროგრამა ვერ ითვალისწინებს ბავშვთა პრობლემებს და საჭიროებებს. მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე 25-27%-ით იზრდება, მაშინ, როცა სხვა ჯგუფებში მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი იკლებს.

 

UNISEF-ის რეკომენდაციით, საქართველოში უნდა შეიცვალოს არა მხოლოდ  ქულების დათვლის მეთოდოლოგია, არამედ უნდა დაწესდეს ფულადი დახმარება ღარიბ ბავშვებზე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია