დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში „თიბისი“-მ განათლების სივრცე გახსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/03/07 22:32:22

 

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში “თიბისი”-მ განათლების სივრცე გახსნა, სადაც მოსწავლეები შეძლებენ, საგანმანათლებლო და კლასგარეშე აქტივობებით დაკავდნენ.

 

განათლების სივრცის კონცეფცია  მოსწავლეების საჭიროებებსრულად ითვალისწინებს. იგი მოდულარული მოწყობის პრინციპებზე დაყრდნობით სხვადასხვა აქტივობებზეა მორგებადი.

 

დღეს ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში “თიბისი”-ს განათლების სივრცე გავხსენით. განათლების სივრცის ახალი პროექტი ამ ქალაქიდან დავიწყეთ და გვინდა, რომ მთელ საქართველოში გავაგრძელოთ. სივრცე არ არის სტანდარტული, მოდულარულია და ტრადიციული კლასის მოწყობას სცდება. ამ სპეციალურ ოთახში საკლასო თუ  კლასგარეშე ღონისძიებები გაიმართება. ჩვენი სურვილია, წვლილი შევიტანოთ ყველასთვის უაღრესდ მნიშვნლოვან საქმეში, როგორიც არის განათლება და ჩვენი ქვეყნის მომავალი. “თიბისი”-სთვის განათლების თვალსაზრისით მომავალზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, - აცხადებს “თიბისი”-ს გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი.

 

ადგილზე შესაძლებელი იქნება ღონისძიებების, პრეზენტაცებისა და სასკოლო კლუბების აქტივობების გამართვა, როგორიცაა: ჭადრაკი, კითხვა, ვოკალი, ხვადასხვა ტიპის ვორქშოფი, მულტიმედია ფორმატის გაკვეთილები და სხვა.

 

თიბისი”-ს განათლების სივრცე “თიბისი”-ს ახალი ინიციატივაა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონების სკოლებში ახალი მულტიფუნქციური სივრცეების გახსნას, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეების მრავალხრივ განვითარებას. ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემტიკის საჯარო სკოლაში, “თიბისი”-ს სივრცეში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, რომ დაკავდნენ მრავალმხრივი სხვადასხვანაირი აქტივობით. ბავშვები ჭადრაკით ითამაშებენ, ციფრული პლანშეტებით ისარგებლებენ, ამასთანავე, მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამის ლიტერატურას გაეცნობიან საბას ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, - აღნიშნავს “თიბისი”-ს ბრენდის ლიდერი, მარიამ მიქელაშვილი.

 

ქუთაისის №41-ე ფიზიკა-მათემატიკის სჯარო სკოლაში, “თიბისი”-ს განათლების სივრცის მოწყობის გამო, კმაყოფილებას გამოთქვამენ და ახალი თაობის მხარდასაჭერ ინიციატივას დადებითად აფასებენ.

 

 

დიდი ხანია უკვე, “თიბისი”-სთან დადებითი ურთიერთობა გვაკავშირებს. ეს ციფრული სივრცეც, რომელიც დაწყებითების კორპუსში დღეს გაიხსნა, მისასალმებელია და მხოლოდ მადლიერება შეიძლება, გამოვხატოთ. ეს ოთახი არაფორმალური განათლების წარმართვისთვის ძალიან მნიშვნეელოვანია. მოსწავლეები გაცილებით მეტს ისწავლიან და შემოქმედებითი აზროვნებით ბევრი წარმატების მიღწევას შეძლებენ, - აცხადებს ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი, გენადი მარგველაშვილი.

 

„ვფიქრობ, არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლება ერთგვარი მოტივატორი იქნება მოსწავლეთა ცოდნის გასაღრმავებლად. ისეთ სივრცეში მოხვედრა, რომელიც მათი კლასისგან განსხვავებულია, უფრო მეტ საშუალებას და სტიმულს მისცემს, შეიძინონ ცოდნა. ის მრავალმხრივი ლიტერატურა, რომელიც აქ დახვდებათ, მათ მეტ სურვილს გაუჩენს სამომავლოდ, რომ წიგნი შეიყვარონ და მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ“, - აღნიშნავს დაწყებითი სწავლების მასწავლებელი ნანა ლაშხია.

 

ქუთაისის შემდეგ, თიბისის განათლების სივრცე საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნება და მოზარდები შეძლებენ, მეტი დრო დაუთმონ არაფორმალურ განათლებას და გაიღრმავონ ცოდნა სასურველი მიმართულებით.

 

 

 

მარიამ ირემაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია