დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტიქიის შედეგად დაზარალებული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად 70 840 ლარი გამოიყო
2015/10/19 10:19:38

13 ივნისს თბილისში მომხდარი  სტიქიის შედეგად დაზარალებული სტუდენტებისთვის თბილისიის მერიის სარეზერვო ფონდიდან  70 ათას 840 ლარი გამოიყო.  ამის შესახებ Aris.ge-განათლებას დედაქალაქის მერიაში განუმარტეს.  სულ აღნიშნული თანხით 30 სტუდენტი დაფინანსდება.   მერიის ინფორმაციითვე, 30 სტუდენტიდან 10-ის სწავლის გადასახადი 2250 ლარს აღემატება.

 

„თბილისის  მთავრობის მიერ დამტკიცებული  დაზარალებულთა  სიის  საფუძველზე საქართველოს განათლების სამინისტრომ,  კერძოდ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოგვაწოდა მონაცემები დაზარალებულ პირთა უმაღლესი განათლების სწავლების საფეხურის, სტატუსის, პროგრამის, სახელმწიფო გრანტის შესახებ. სულ ( წარმოდგენილი 41 სტუდენტიდან)  სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება ესაჭიროება 30 სტუდენტს. მათგან არიან როგორც ბაკალავრიატის, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები. კერძოდ, 26 საბაკალავრო საფეხურის, 3 სამაგისტრო და ერთი სადოქტორო საფეხურის,”- აცხადებენ მერიაში.

 

იქიდან გამომდინარე,  რომ  სტიქიის შემდეგ რამდენიმე უნივერსიტეტმა გააჟღერა სურვილი დაზარალებული სტუდენტების თავად დაეფინანსებინა  Aris.ge-განათლება დაინტერესდა რამდენ დაზარალებულ სტუდენტს უფინანსებს სწავლებას თავად უმაღლესი.

 

,,ჩვენ ვეყრდნობით განათლების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებს, სადაც ასეთი ტიპის ინფორმაცია არ ფიქსირდება. დაფინანსების მიღების პროცესში ეს ინფორმაცია გადამოწმდება ინდივიდუალურად,”- განმარტეს მერიაში ჩვენი კითხვის საპასუხოდ.

 

თანხა გამოყოფილა, თუმცა, როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, სტუდნეტებს რამდენიმე დღეში, შესაბამისი ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ გადაერიცხებათ.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია