საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2005 წელი. 25 - 29 ივლისი. №17 (331)
კა­ცი, რო­მე­ლიც ქუთაისში ჩუ­ქურ­თმას ჭრი­და...
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2014/02/10 15:23:50

შო­თა ქურ­ჩიშ­ვი­ლი... დღეს ეს სახელი და გვა­რი თით­ქოს არა­ფერს ეუბნება მკითხველს, მაგ­რამ 50-ია­ნი წლების ქუ­თა­ი­სუ­რი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ი­სათ­ვის იგი გახლდათ ერ­თი გამო­რჩე­უ­ლი, ში­ნა­გა­ნი არ­ტის­ტიზ­მი­თა და პი­როვ­ნუ­ლი მომხიბვლე­ლობით აღ­სავ­სე, ლა­მა­ზი თბილი­სე­ლი ვაჟკა­ცი, რო­მელ­საც ხში­რად ხედავ­დნენ ვა­ლი­კო მი­ზან­და­რის გა­რე­მოც­ვა­ში და რო­მე­ლიც რუ­დუ­ნებით აჩუ­ქურ­თმებდა  არქიტექტორ შავიშვილის პროექტით აშენებულ, ლა­დო მესხიშ­ვი­ლის სახელობის თე­ატ­რის შე­ნობის უმშვენიერეს კა­პი­ტე­ლებს.

 

ოცი წლის წი­ნათ გა­ზეთ „ქუ­თა­ი­სის“ ფურ­ცლებზე ვრცე­ლი წე­რი­ლი გა­მო­ვაქ­ვეყნე, სა­დაც, სა­არ­ქი­ვო და დო­კუ­მენ­ტურ წყაროებზე დაყრდნობით, მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის  მშე­ნებლობისა და მო­პირ­კე­თების ის­ტო­რი­ა­ზე ვუ­ამბობდი მკითხველს. პირ­ვე­ლად მა­შინ მო­ვიხსე­ნიე, სხვებთან ერ­თად, შო­თა ქურ­ჩიშ­ვი­ლიც, ამ კა­ცის შე­სახებ მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და.

 

და, აი, ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ, ხმა მო­მაწ­ვდი­ნეს მის­მა ახლობლებმა. სწო­რედ შო­თა ქურ­ჩიშ­ვი­ლის მე­უღ­ლი­სა და ცო­ლის­დის - ვე­ნე­რა და მა­დო­ნა ჭე­იშ­ვი­ლებისა­გან შე­ვიტყვე, რომ ჩემს მი­ერ ოდეს­ღაც მოხსე­ნიებული გვარ-სახელის უკან თურ­მე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნება მდგა­რა (სამ­წუხაროდ, ამ­ქვეყნი­დან უდ­რო­ოდ წა­სუ­ლი).

 

- შო­თა თბილის­ში, ვე­რა­ზე გაზ­რდი­ლი კა­ცი იყო. ქუ­თა­ი­სი მი­სი დე­დუ­ლე­თი გახლდათ, ამი­ტომ ბავ­შვობაც და ცხოვ­რების გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლიც აქ ჰქონ­და გა­ტა­რებული. მოგ­ვი­ა­ნებით მი­სი ოჯახი სა­ერ­თოდ ქუ­თა­ის­ში დამ­კვიდ­რდა. დედ­მა­მის­შვი­ლებიდან ამჟამად მხოლოდ შო­თას დაა ცოცხალი. ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დოება ქალბატონ თა­მარ დე­ვა­Sეს იც­ნობს, რო­გორც ინ­გლი­სუ­რი ენის კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლისტს და ღვაწ­ლმო­სილ პი­როვ­ნებას. - გვი­ამბობს შო­თა ქურ­ჩიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ქალბატო­ნი ვე­ნე­რა ჭე­იშ­ვი­ლი, - ჩე­მი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი, მო­ქან­და­კე გახლდათ. აკა­დე­მია გი­ვი მი­ზან­დარ­თან ერ­თად ჰქონ­და დამ­თავ­რებული, მას­თან მე­გობრობდა და ამ ოჯახის დი­დი თაყვა­ნის­მცე­მე­ლი იყო. შო­თას უსაზ­ღვროდ უყვარ­და ვა­ლი­კო მი­ზან­და­რი. სხვა­თა ­შო­რის, რო­ცა დავ­ქორ­წინ­დით, პირ­ვე­ლად სწო­რედ მი­ზან­და­რების ოჯახში მი­მიყვა­ნა და მას შემ­დე­გაც არა­ერთხელ ვსტუმ­რებივართ. შო­თას არა­მარ­ტო წრფე­ლი სუ­ლი­ე­რი მე­გობრობა აკავ­ში­რებდა მი­ზან­და­რებთან, მას ბატონ ვა­ლი­კოს­თან და გი­ვის­თან ერ­თა­დაც უკეთებია საქმე.

 

50-იან წლების დასაწყისში, რო­ცა ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის შე­ნობის კე­თილ­მოწყობა მიმ­დი­ნა­რეობდა და შო­თა  კაპიტელების მო­ჩუ­ქურ­თმებაზე მუ­შაობდა, იმ პე­რი­ოდ­ში მე მას ჯერ კიდევ არ ვიც­ნობდი. მაგ­რამ, და­ქორ­წი­ნების შემ­დეგ, წყალ­ტუბოდან (სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობდით) მან სა­გან­გებოდ წა­მო­მიყვა­ნა და მაჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი - ულა­მა­ზე­სი ჩუ­ქურ­თმები. იმა­ზე, რაც თაბაშირ­ში იყო გა­სა­კე­თებელი და, სა­ერ­თოდ, ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ოებზე თურ­მე ბრი­გა­და მუ­შაობდა, შო­თა კი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე, ეს­კი­ზებს აკე­თებდა და ჩუ­ქურ­თმებს ქვა­ზე ჭრი­და.  ვა­ლი­კო მი­ზან­დარის, და თა­ვისი სხვა მე­გობრების გვერდით, იგი Sალ­ზე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი თე­ატ­რის შე­ნობის გამ­შვე­ნი­ე­რების სა­მუ­შა­ოებში.

 

ქუ­თა­ის­ში რომ და­უმ­თავ­რებია ჩუქურთმების კეთება, მი­სი ნახელა­ვით მოხიბლულ ქუ­თა­ი­სის ოლ­ქის მა­შინ­დელ ხელ­მSღვა­ნე­ლობას შო­თა წყალ­ტუბოს სა­ნა­ტო­რი­უ­მების გა­სამ­შვე­ნი­ე­რებლად მი­უწ­ვე­ვია. იქ შო­თას პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო სა­ნა­ტო­რი­უმ „მე­ტა­ლურ­გის“ ჩუ­ქურ­თმები (სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნით და დავ­ქორ­წინ­დით. მე წყალ­ტუბოს სამ­თავრობო, ?3 აბაზა­ნა­ში ვმუ­შაობდი ექ­თნად და კომ­კავ­ში­რის კო­მი­ტე­ტის მდი­ვა­ნიც ვიყავი). „მე­ტა­ლურ­გის“ მხატ­ვრულ სა­მუ­შა­ოებში მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლი ჩა­სუ­ლი იყო, ნა­წი­ლიც - ად­გი­ლობრი­ვი რუ­სები და, გან­სა­კუთ­რებით, უკ­რა­ი­ნე­ლები (თერ­ნალ­ში ჩა­სახლებულ­ნი ომის პე­რი­ოდ­ში). აქა­უ­რი სა­მუ­შა­ოების დას­რუ­ლების შემ­დეგ, შო­თას წყალ­ტუბოს ხელ­მSღვა­ნე­ლობამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მის ორი კორ­პუ­სის ჩუ­ქურ­თმებისა და მცი­რე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფორ­მების შეს­რუ­ლება და­ა­ვა­ლა.

 

წყალ­ტუბოს სა­ნა­ტო­რი­უ­მების მო­ჩუ­ქურ­თმებაში შო­თას დი­დი წვლი­ლი მი­უS­ღვის, თუმ­ცა, სი­მარ­თლე გითხრათ, უკ­ვე აღარ შე­მიS­ლია ყვე­ლა დე­ტა­ლის ზუს­ტად აღ­დგე­ნა, ობიექ­ტების ჩა­მოთ­ვლა. ხში­რად იყო მივ­ლი­ნებებით რა­ი­ო­ნებშიც, სა­დაც მას ხან ქან­და­კების შექ­მნა უწევ­და, ხან - მცი­რე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფორ­მებისა. მივ­ლი­ნებებიდან ოჯახისად­მი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მი­სი წე­რი­ლები სავ­სე იყო არაჩ­ვე­უ­ლებრი­ვი სითბოთი, აზ­რით, იუმორით. იგი, სა­ერ­თოდ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად წერ­და, კა­ლა­მიც უჭრი­და (სხვა­თა ­შო­რის, და­წე­რი­ლი ჰქონ­და ვრცე­ლი ავ­ტობიოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ე­მა „ნა­ჩუ­ქა­რა“, რო­მე­ლიც მის ნახატებთან და სხვა ნა­წე­რებთან ერ­თად, მოგ­ვი­ა­ნებით ხან­Sარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა). ახლა - რა ხელი ჰქონ­და! „ვეფხისტყაოს­ნის“ გა­დამ­წე­რის ხელი!

 

შო­თა ძა­ლი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ღრმა ადა­მი­ა­ნი გახლდათ, ამა­ვე დროს - ფრი­ად არ­ტის­ტუ­ლი ნა­ტუ­რაც. სა­უცხოოდ მღე­რო­და და უკ­რავ­და მრა­ვალ ინ­სტრუ­მენ­ტზე.

 

ჩვენ, რო­გორც მო­გახსე­ნეთ, წყალ­ტუბოში ვცხოვ­რობდით. მაგ­რამ შო­თას ყოველ უქ­მე დღე­ზე ჩა­მოვყავ­დი ხოლ­მე ქუ­თა­ის­ში: ვსე­ირ­ნობდით ბულ­ვარ­ში, ვეს­წრებოდით თე­ატ­რა­ლურ პრე­მი­ე­რებს, კონ­ცერ­ტებს, ახალ კი­ნო­ფილ­მებს... შო­თას ქუ­თა­ის­ში დი­დი სა­მე­გობრო ჰყავ­და მწერ­ლებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, მხატ­ვრებს, მსახიობებს, სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს შო­რის. ერთ მოს­მე­ნად ღირ­და, ის, კო­ლია ნაჭყებია, ლა­დო კიკ­ვა­Sე, პან­ტე­ლე­ი­მონ თე­ნე­იშ­ვი­ლი და სხვა მე­გობრები სიმ­ღე­რას რომ წა­მო­იწყებდნენ სუფ­რას­თან. სა­მე­გობროს თავ­შეყრის მუდ­მი­ვი პუნ­ქტი იყო რეს­ტო­რა­ნი „გან­თი­ა­დი“. თუ შო­თას მო­Sებნა გინ­დო­და, იქ უნ­და მო­გე­კითხა.

 

შო­თა გა­რეგ­ნუ­ლად თით­ქოს რაჯ კა­პურს ჰგავ­და - სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის, შავ­გვრე­მა­ნი, Sა­ლი­ან ლა­მა­ზი, ვაჟკა­ცუ­რი. ქა­ლები პირ­და­პირ ჭკუ­ას კარ­გავ­დნენ მას­ზე, მაგ­რამ, ნე­ტა, იცო­დეთ, რო­გო­რი დე­ლი­კა­ტუ­რი, რა­ინ­დუ­ლი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი იყო! მე­უღ­ლის უპირ­ვე­ლე­სი მე­გობარი და მე­სა­ი­დუმ­ლე! მას­თან გა­ტა­რებული წლები ჩე­მი ცხოვ­რების უბედ­ნი­ე­რე­სი ხანაა.

 

 

სამ­წუხაროდ, ერ­თმა ტრა­გი­კულ­მა შემთხვე­ვამ ჩვენს ბედ­ნი­ე­რებას ბზა­რი გა­უ­ჩი­ნა. შო­თა თა­ვი­სი მა­მა­კა­ცუ­რი ღირ­სების დაც­ვას ემსხვერ­პლა - შე­დე­გად, 8 წე­ლი  გა­ა­ტა­რა ციმბირ­ში... იქი­დან დაბრუ­ნებული, ღვი­ნოს  მი­ე­Sა­ლა, თით­ქოს გუ­ლიც აუც­რუვ­და ცხოვ­რებაზე, 1971 წელს კი, გზად მი­მა­ვალს, მან­ქა­ნა დაეჯახა და... 46 წლის ვაჟკა­ცი წუ­თი­სო­ფელს გა­მო­ეთხოვა. დღემ­დე არ ვი­ცით, მკვლე­ლი ვი­ნაა.

 

ამჟამად შო­თას ოჯახი თბილის­ში ცხოვ­რობს. ჩვე­ნი ვაჟი, იო­სები, მხატ­ვარ-არ­ქი­ტექ­ტო­რია. თბილის­სა და მოს­კოვ­ში ჰქონ­და გამო­ფე­ნები, მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რია. ჰყავს სა­მი ვაჟი - და­ვი­თი, ირაკ­ლი, ნი­კო­ლო­ზი... ბედ­ნი­ე­რი ბებია ვარ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­ლიშ­ვი­ლები მყავს.

 

 

***

 

შო­თა ქურ­ჩიშ­ვი­ლის აწ უკ­ვე ჭა­ღა­რა მე­უღ­ლემ სა­სოებით შე­ნახული Sვე­ლის­Sვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თებიც გვიჩ­ვე­ნა. მხოლოდ ეს სუ­რა­თებიღა ინახავს მხატ­ვრის გარ­და­სუ­ლი ცხოვ­რების ანაბეჭ­დებს.

 

 

შო­თა ქურ­ჩიშ­ვი­ლი ქუ­თა­ის­ში, სა­ფიჩხიის სა­საფ­ლა­ო­ზე, დედ-მა­მის -  ნუ­ცა კი­ლა­Sი­სა და ალექ­სან­დრე (სა­შა) ქურ­ჩიშ­ვი­ლის გვერ­დით გა­ნის­ვე­ნებს.

 

სხვა­თა შო­რის, მას სწო­რედ წელს შე­უს­რულ­დებოდა 80 წე­ლი.

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  2005 წელი. 25 - 29 ივლისი.  №17 (331)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია