დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვების 1 ივნისი
2015/06/02 01:37:10

 

უკვე  65 წელია  მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს,დღესასწაულს უერთდება საქართველოც.მშობლები,ბებიები და ბაბუები ცდილობენ ეს დღე თავიანთ შვილებსა და  შვილიშვილებს დაუთმონ,სურვილები აუსრულონ და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურონ.


ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო კლუბმა ,,ლამპარმა’’ და ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყაროს’’  აღსაზრდლებმა  ერთობლივად აღნიშნეს 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.


პირველ ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისათვის,  ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით,  სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს ბესიკ გაბაშვილის სახელობის ქუთაისის  პარკის ხელმძღვანელობას.  თანხმობაც მიიღეს.


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა შშმ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა– გაყიდვით დაიწყო.  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შშმ ბავშვთა დღის ცენტრში არტ თერაპიული კურსების ფარგლებში (კურსები ფინანსდება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის’’ მიერ)    თექით, ბამბითა და თიხით შესრულებული  ნამუშევრები,   შშმ ბავშვების გადაღებული ფოტოები.


ამ დღეს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მუხლებიც გამოიფინა.


გაიმართა ცარცით ხატვა, ერთობლივი  თამაშები. სამოქალაქო კლუბის ,,ლამპარი’’ და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებმა  სურვილების თვითმმფრინავები ,,შექმნეს’’  და ერთმანეთს ,,გაუგზავნეს’’ დასასრულს კი ,,ბუშტების ფეიერვერკი’’ გაუშვეს ცაში.


1ივნისი არა მხოლოდ საკუთარი შვილების დღეს,არამედ ყველა ბავშვის დღეა მთელს მსოფლიოში. როდესაც ხელჩაკიდებული პატარასთან ერთად მიდიხარ, არ უნდა დაივიწყო, რომ ეს დღე ეკუთვნის ყველა ბავშვს, განურჩევლად ფერისა, ეროვნებისა, სქესისა და მისი შესაძლებლობისა.


 

მარი ხვადაგიანი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია