დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სანიმუშო“ ტუალეტი მერიის წინ
2012/04/27 15:54:44

ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ქუთაისის მერიის წინ, ისტორიულ ბულვარში, საზოგადოებრივი ტუალეტი აშენდება. ახალი საპირფარეშოს მშენებლობა სულ რამდენიმე დღეში დაიწყება და, როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქს კიდევ ერთი ახალი, ჰიგიენურად დაცული საპირფარეშო ექნება.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტუალეტების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული და სულ მალე მთელს ქვეყანაში 45 ახალი საპირფარეშო აშენდება, ხოლო ქუთაისში ის რიგით მესამე იქნება. საპირფარეშოს მშენებლობასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა, ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამორთულია შადრევანიც.

„პარკში შადრევნების გამორთვის მიზეზი ცენტრალურ სკვერში საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობაა. აღნიშნული საპირფარეშო ყოფილი „სადისპეტჩეროს“ ადგილზე განთავსდება, ამიტომ რამდენიმე დღით ბულვარში შადრევნებიც გამოირთო. თუმცა ქუთაისქალაქობისათვის შადრევნები აუცილებლად ჩაირთვება,“ - აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

შადრევნების გამორთვის გამო შადრევნის აუზში  დარჩენილ წყალში ბაყაყები მომრავლდნენ და მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნი დგას.

„შადრევნებთან ახლოს ვიჯექი და ახლა ბაღის ბოლოში გადმოვჯექი. ისეთი სუნი იყო, კინაღამ შევწუხდი. ნეტა რაიმეს თუ აკეთებენ, მთლიანად ვერ ამოაშვრეს ეს შადრევნები, რომ აგვაყროლეს ხალხი?“ - აცხადებს შოთა ლანჩავა.

„წაგვძვრა ცხვირები, ისეთი სუნია ბაღში! ჩვენ აქ დასასვენებლად მოვდივართ, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ ისეთი სუნია, პირს ვერ დააღებ ადამიანი. ალბათ, ასვენებენ ამ ჩვენს  შადრევნებს და პრეზიდენტი რომ ჩამოვა 2 მაისს, იმას ჩაურთავენ,“ - ამბობს პაპუნა ჩაკვეტაძე. 

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, შადრევნები ქუთაისქალაქობისათვის ჩაირთვება, ხოლო საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე თვეში დაიწყება. თუმცა, როგორც გაირკვა, ტუალეტების პრეზენტაცია ცენტრალური ტელეარხების კამერების გაშუქებით არ მოხდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია