დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ რა „ჭამა“...
2010/03/25 11:16:35

გუშინ რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში პრესკონფერენცია გაიმართა. რესპუბლიკელებმა ჟურნალისტებს ქუთაისის თვითმმართველობიდან გამოთხოვილი რამდენიმე დოკუმენტი წარუდგინეს, სადაც ფაქტობრივადაა დადასტურებული, რომელი საკრებულოს წევრი რა შეღავათებით სარგებლობდა ბიუჯეტის ხარჯზე. რესპუბლიკელების განმარტებით, ქუთაისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატები, ზოგი ღიად და ზოგი ფარულად, ეწევა წინასაარჩევნო აგიტაციას და ძალღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში. საკრებულოს წევრები იყენებენ სახელისუფლებო რესურსს თავიანთი პიარისთვის. ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე ამბობს, რომ ქუთაისის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ როგორი „შემოჭერილი ქამრებით“ დადიოდნენ მათ მიერ სამი წლის წინ არჩეული საკრებულოს წევრები. რესპუბლიკელების ბრალდებით, 2009 წელს დეპუტატებმა თავიანთ კუთვნილ ხელფასებთან ერთად აპრილში (აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით), მაისში (დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით), აგვისტოში (მარიამობის დღესსასწაულთან დაკავშირებით), დეკემბერში (ახალ წელთან დაკავშირებით) მიიღეს ხელფასის ტოლი თანხა პრემიის სახით. არადა ხელფასები 2 480 ლარიდან 923 ლარის ფარგლებშია, თანამდებობის მიხედვით.

„საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საკრებულოს დეპუტატებს, მიუხედავად მაღალი ხელფასებისა, არ შერცხვენიათ განცხადებების დაწერა დახმარების მისაღებად 2006-2007-2008 წლებში, მაშინ, როცა დახმარების სათხოვნელად შესული უამრავი განცხადება უპასუხოდ დატოვეს“, - ამბობენ რესპუბლიკელები. ისინი სამივლინებო თანხებსაც კაპიკ-კაპიკ უთვლიან ადგილობრივ ხელისუფლებას და აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მივლინებებისთვის გამოყოფილი თანხები წყალში გადაყრილი ფულია ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯზე.

რესპუბლიკელების მოტანილი ინფორმაციით, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასევე ბიუჯეტიის ფულით შეიძინეს რამდენიმე მობილური ტელეფონი. მარტო 2009 წელს 13-კაციან საკრებულოს წევრებს ექვსი, საკმაოდ ძვირადღირებული, ტელეფონი „ჩამოურიგეს“. საინტერესოა ის, რომ დეპუტატებს სამი წლის განმავლობაში ორ-ორჯერ აქვთ მიღებული, ხოლო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის თავმჯდომარეს -  სამჯერ 680 ლარიანი, 800 ლარიანი და 505 ლარიანი ტელეფონი, რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, მან საკრებულოში მისვლის პირველივე თვეს შეიძინა 600-ლარიანი ტელეფონი, რომელიც განაახლა 2008 წელს 900-ლარიანი ტელეფონით.

psnews.ge-სთან საუბარში ნატო ქათამაძემ აღნიშნა: „ეს ინფორმაციები რესპუბლიკური პარტიის საქალაქო ორგანიზაციამ მერიიდან გამოვითხოვეთ, რაც დროში გაწელილი პროცესი აღმოჩნდა, ვინაიდან ყველა მოთხოვნილ ფურცელზე გვიბრუნებდნენ უკან პასუხს, რომ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ მოხდებოდა მათი მოწოდება. საბოლოოდ ამ მასალების მოძიება და საამისოდ გაწეული ხარჯი სულ რაღაც 3-ლარი და 10 თეთრი დაჯდა“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია