საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/07 17:19:34

"11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.

 

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა გახარიამ.

რატომ დარჩა შეზღუდვები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებზე, ამის შესახებ პრემიერს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია