დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება?
2012/04/09 10:54:51

ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა  კიდევ 5 თეთრით მოიმატა. კომპანიები საწვავის გაძვირებას საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ.

ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 117 აშშ დოლარს გადააჭარბა. საქართველოში კი ერთი ლიტრის ფასი 2,15-დან -2,30 ლარამდე მერყეობს. როგორც ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერები გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას აცხადებენ, ფასის მომატება პირდაპირპროპორციულად აისახა მანქანების რაოდენობაზე.

„ყველა სახის საწვავზე მოიმატა ფასმა 5 თეთრით, კლიენტები, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არიან და ჩივიან, რომ მაღალი ფასი მათ ხელს შეუშლით გადაადგილებაში,“ - ამბობს ქუთაისი ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი.

საწვავაზე ფასის მომატებით უკმაყოფილონი არიან, თავად მანქანის მფლობელები. მათი განცხადებით, ისინი მოერიდებიან  მანქანით სიარულს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ.

„ახლა აუცილებელი საქმე მაქვს და იმიტომაც გამოვედი მანქანით, თორემ ისე, ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტით  გადავწყვეტ გადაადგილებას,  ფასის მატება უბრალო მოქალაქეებზე ძალიან დიდი დარტყმაა,“ - ამბობს მანქანის მფლობელი მალხაზ ვარდანიძე.

„ხალხს ფული არ აქვს, ვერ გამოდის, ვერ ჯდება ტაქსში, ახლა კიდევ რომ ჩვენც მოვუმატოთ გადაადგილებას იმიტომ, რომ საწვავმა მოიმატა, მაშინ კლიენტები საერთოდ აღარ გვეყოლება. ეს კიდევ არაფერი, იმასაც ამბობენ, რომ სამ ლარამდე გაიზრდებაო და მერე მართლა ცუდად იქნება ჩვენი საქმე,“- ამბობს  ტაქსის მძღოლი ოთარ შაიშმანაშვილი.

 საწვავის ფასმა, ორიოდე კვირის წინაც, რამდენიმე თეთრით მოიმატა. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია