დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განათლებისა და მეცნიერების
2010/06/14 13:24:49

ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ჩარევას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საქმიანობაში. ამ სა­კითხთან და­კავ­ში­რებით სპმთპ-ის ვი­ცე პრე­ზი­დენ­ტმა, მა­ია ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა, 10 ივ­ნისს 11 სა­ათ­ზე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა გა­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რების გა­ერ­თი­ა­ნებაში.

 

სპმთპ-ის  ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის,  მა­ია  ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის განცხადებით, სამ­წუხაროდ,  გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ხდება პროფ­კავ­ში­რის საქ­მი­ა­ნობაში უხეში ჩა­რე­ვები, ნაც­ვლად იმი­სა, რომ რე­ა­ლუ­რი ნაბიჯები გად­მო­იდ­გას სო­ცი­ა­ლუ­რი პარ­ტნი­ო­რობის და­საწყებად.

ამჟამად ძა­ლი­ან ღი­ად და აშ­კა­რად ჰქონ­და ად­გი­ლი სა­მი­ნის­ტროს უკა­ნო­ნო ქმე­დებებს. მი­ნის­ტრმა 8  ივნისს  რე­სურ­სცენ­ტრების  ხელ­მძღვა­ნელ­თა თათბირ­ზე მათ მკაც­რი დი­რექ­ტი­ვები მის­ცა, რომ პროფ­კავ­ში­რის სა­წევ­როები არ გა­და­რიცხონ.

მა­ია ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის განცხადებით,  ასე­თი  დი­რექ­ტი­ვები,  ბუნებრი­ვია,  მი­ნის­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნებით არ ხდება და მხოლოდ ზე­პი­რი გაფრთხილებებია. თუმ­ცა, ამ დი­რექ­ტი­ვის და­უც­ვე­ლობის შემთხვე­ვა­ში, რე­სურს-ცენ­ტრების ხელ­მძღვა­ნე­ლებს და დი­რექ­ტო­რებს სამ­სახური­დან დათხოვ­ნა ემუქ­რებათ. ამის შე­სახებ ჩვენ რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციების თავმჯდო­მა­რეებმა გვაც­ნობეს, რო­მელ­თაც ად­გი­ლებზე შე­ექ­მნათ პრობლე­მები დი­რექ­ტო­რებთან, ხელ­შეკ­რუ­ლებების გა­ფორ­მებასა და სა­წევ­როების გად­მო­რიცხვებთან და­კავ­ში­რებით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამა­ვე თათბირ­ზე მი­ნის­ტრმა მო­ითხოვა, რომ უახლო­ეს პე­რი­ოდ­ში ნაკ­ლები სას­წავ­ლო დატ­ვირ­თვის მქო­ნე და პენ­სი­ო­ნე­რი პე­და­გო­გები სამ­სახური­დან უნ­და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. ასე­თი მას­წავ­ლებელი კი ათასობითაა. სწო­რედ ამი­ტომ, გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტრო ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ა­ვიწ­რო­ვოს, ფი­ნან­სუ­რი დარტყმა მიაყენოს ყვე­ლა­ზე­ აქ­ტი­ურ  უფ­ლებადამ­ცველ  ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და მოგ­ვის­პოს მას­წავ­ლებელ­თა დაც­ვის შე­საძ­ლებლობა. ესა­ა ღი­ა და აშ­კა­რა ბრძო­ლის გა­მოცხადება და პროფ­კავ­ში­რის  ძირ­გა­მომთხრე­ლი  საქ­მი­ა­ნობა.  ბუნებრი­ვია, ჩვენ ასეთ ქმე­დებებს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვუ­პი­რის­პი­რებთ სა­მარ­თლებრივ ბერ­კე­ტებს. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ შე­ვახსე­ნებთ გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს, რომ ის ვალ­დებულია, შე­ას­რუ­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლება და გა­ა­ფორ­მოს კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლება სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფალ პროფ­კავ­შირ­თან. თუმ­ცა, ამის მიუხედა­ვად, ჩვენ მზად ვართ, ხელ­შეკ­რუ­ლების თა­ვი­სუფ­ლების პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ვა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლებები სკო­ლის დი­რექ­ტო­რებთან. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში, პა­სუხის­მგებლობა ეკის­რება სა­მი­ნის­ტროს და არა - დი­რექ­ტო­რებს და რე­სურს-ცენ­ტრების ხელ­მძღვა­ნე­ლებს.

,***

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ბრალდებებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.

დიმიტრი შაშკინი: „10 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლმა პროფ­კავ­შირ­მა გა­ავ­რცე­ლა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო უხეშად ერე­ვა პროფ­კავ­ში­რის საქ­მი­ა­ნობაში. ამას­თან და­კავ­ში­რებით, გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო სრუ­ლი პა­სუხის­მგებლობით აცხადებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დება არ შე­ე­საბამება სი­მარ­თლეს და პროფ­კავ­ში­რების საქ­მი­ა­ნობაში სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ნა­ირ ჩა­რე­ვას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.
სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებლობის მიხედ­ვით, იმის­თვის, რომ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მას­წავ­ლებლის ხელ­ფა­სი­დან რო­მე­ლი­მე პროფ­კავ­შირს გა­და­უ­რიცხოს სა­წევ­რო გა­და­სახადი, უნ­და არ­სებობდეს მას­წავ­ლებლის წე­რი­ლობითი თანხმობა და სკო­ლა­სა და პროფ­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მებული ხელ­შეკ­რუ­ლება. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნების­მი­ე­რი გა­და­რიცხვა, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დება აღ­ნიშ­ნუ­ლი მოთხოვ­ნების დაც­ვის გა­რე­შე, წარ­მო­ად­გენს კა­ნო­ნის უხეშ დარ­ღვე­ვას. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრომ მი­მარ­თა სკო­ლებსა და პროფ­კავ­ში­რებს, კა­ნონ­მდებლობას­თან შე­საბამი­სობაში მოიყვა­ნონ არ­სებული პრაქ­ტი­კა.
ამჟამად სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს 10-ზე მე­ტი პროფ­კავ­ში­რი, რომ­ლებიც, გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რი­სა, პა­სუხის­მგებლობით მო­ე­კიდ­ნენ კა­ნო­ნის მოთხოვ­ნებს და და­იწყეს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნებული პრო­ცე­დუ­რების გავ­ლა. სამ­წუხაროდ, სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რი, ნაც­ვლად კა­ნო­ნის მოთხოვ­ნების შეს­რუ­ლებისა და შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თობების მო­წეს­რი­გებისა, ავ­რცე­ლებს ყოვ­ლად აბსურ­დულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და უსა­ფუძ­ვლო ბრალს სდებს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს.
გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ აცხადებს, რომ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სობა არის სახელ­მწი­ფოებრიობის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რებულება და უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი. სწო­რედ ამ მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტრო ძა­ლისხმე­ვას არ და­ი­შუ­რებს მას­წავ­ლებელ­თა უფ­ლებებისა და ინ­ტე­რე­სების და­სა­ცა­ვად.“

 

***

მინისტრის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მაია ლიპარტელიანმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა: 

მა­ია ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი: პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ვთქვა, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცია ცრუ რომ არ არის, ამას ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტი, რომ შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 8 ივ­ნისს გა­ნიხილებოდა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის საქ­მი­ა­ნობაში ჩა­რე­ვის ფაქ­ტები და მა­შინ მი­ნის­ტრის ლო­გი­კით გა­მო­დის­,რომ ჩვენ კი არ მო­ვიტყუეთ, შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც იტყუება, რომ ცრუ ინ­ფორ­მა­ციებს იხილავს ამე­რი­კის, ევ­რო­კავ­ში­რის, საფ­რან­გე­თის და სხვა ყვე­ლა ცი­ვი­ლი­ზებული სამყაროს წარ­მო­მად­გენ­ლობა, რომ­ლებმაც  მხარი და­უ­ჭი­რეს  და და­დას­ტუ­რებულად ცნეს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის დევ­ნის ფაქ­ტები. ამ განხილვას ჟენევაში ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.   დღედ­ღე­ზე გა­მოქ­ვეყნდება შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და იქ წა­ვი­კითხავთ, ცრუ ინ­ფორ­მა­ციებს ვინ ავ­რცე­ლებს.

სამ­წუხაროდ, გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების მი­ნის­ტრი თა­ვად ცრუობს და შეც­დო­მა­ში შეჰყავს სა­ზო­გა­დოება, რო­ცა ამბობს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლებები სკო­ლებთან უნ­და იყოს გა­ფორ­მებულიო. კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლების გა­ფორ­მების ვალ­დებულება, კა­ნო­ნის თა­ნახმად, აქვს სა­მი­ნის­ტროს და ასე­თი ხელ­შეკ­რუ­ლება არ­სებობს კი­დეც, რო­მე­ლიც ძა­ლა­შია ახალი ხელ­შეკ­რუ­ლების გა­ფორ­მებამ­დე. სა­წევ­რო ანა­რიცხების პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რების ან­გა­რიშ­ზე გა­და­რიცხვას­თან და­კავ­ში­რებით, „პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რების შე­სახებ“ კა­ნო­ნის 25-ე მუხლის მე-3 პუნ­ქტის თა­ნახმად, დამ­საქ­მებელს ეკის­რება ვალ­დებულება სა­წევ­რო ანა­რიცხების გა­და­რიცხვის თაობაზე. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფალ პროფ­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მებული დარ­გობრი­ვი კო­ლექ­ტი­უ­რი შე­თანხმების 4.13 მუხლის თა­ნახმად, (გა­ფორ­მებულია 1998 წლის 22 აპ­რილს და დღემ­დე ძა­ლა­შია) სა­ქარ­თვე­ლოს  გა­ნათ­ლებისა და   მეც­ნი­ე­რების   სა­მი­ნის­ტრო „ავალ­დებულებს   გა­ნათ­ლების  სის­ტე­მის სას­წავ­ლო და­წე­სებულებების ად­მი­ნის­ტრა­ციებს, პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის წევ­რი, გა­ნათ­ლების მუ­შა­კების ხელ­ფა­სი­დან ყოველ­თვი­უ­რად გა­და­რიცხონ სა­წევ­რო შე­ნა­ტა­ნები სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლების მუ­შაკ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის ან­გა­რიშ­ზე“. ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თანხმების 2.1 მუხლის თა­ნახმად, „შე­თანხმება ძა­ლა­შია შემ­დე­გი შე­თანხმების და­დებამ­დე“.

რაც შეეხება ახალი შე­თანხმების და­დების სა­კითხს: სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფალ­მა პროფ­კავ­შირ­მა ახალი კო­ლექ­ტი­უ­რი შე­თანხმების და­დების მიზ­ნით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს, რად­გა­ნაც კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლებით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნებელი სა­კითხების გა­დაწყვე­ტის კომ­პე­ტენ­ცია აქვს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს და არა - კონ­კრე­ტუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტორს. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების მი­ნის­ტრმა აღ­ნი­შუ­ლი მო­ლა­პა­რა­კების წარ­მოებაზე 2006 წლის 7 აპ­რილს (წე­რი­ლი ?01-16-06/4948) უა­რი გა­ნაცხადა იმ სა­ფუძ­ვლით, რომ სა­მი­ნის­ტრო არ იყო დამ­საქ­მებელი საჯარო სკო­ლა­ში და­საქ­მებული პი­რებისათ­ვის. სა­მი­ნის­ტროს წე­რი­ლობითი უა­რი გა­სა­ჩივ­რდა სა­სა­მარ­თლო­ში და კა­ნო­ნიერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლია თბილი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2007 წლის 20 თებერ­ვლის გა­დაწყვე­ტი­ლება, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო „ზო­გა­დი გა­ნათ­ლების შე­სახებ კა­ნო­ნის“ სა­ფუძ­ველ­ზე ცნობილი იქ­ნა დამ­საქ­მებლად და და­ე­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფალ პროფ­კავ­შირ­თან კო­ლექ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კება დარ­გობრი­ვი შე­თანხმების და­დების მიზ­ნით. რად­გან ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებელი მი­ზე­ზების გა­მო ვერ მი­ვაღ­წი­ეთ სა­მი­ნის­ტროს­თან კო­ლექ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კების წარ­მოებას და კო­ლექ­ტი­უ­რი შე­თანხმების გა­ფორ­მებას, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ამ მოთხოვ­ნით სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თავთ 2006 წლი­დან, 2010 წლის 13 იან­ვარს თბილი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გას­ცა სა­აღ­სრუ­ლებო ფურ­ცე­ლი და და­სახელებულ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რეობს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­დაწყვე­ტი­ლების იძუ­ლებითი აღ­სრუ­ლება.  აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცალ­სახაა, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლების მხარე არის გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო და არა საჯარო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. ამის მიუხედა­ვად, რად­გა­ნაც მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებლობით ხელ­შეკ­რუ­ლების და­დება არის ორმხრი­ვი ან მრა­ვალმხრი­ვი ნების გა­მოხატ­ვა, ჩვენ მზად ვართ, საჯარო სკო­ლის დი­რექ­ტო­რებთან გა­ფორ­მდეს კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლება.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 26-ე მუხლით გა­რან­ტი­რებულია გა­ერ­თი­ა­ნების თა­ვი­სუფ­ლება. სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის ყვე­ლა პირ­ვე­ლად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­რე­გის­ტრი­რებულია წევ­რთა განცხადებები, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც  მათ გა­მოხატეს სპმთპ-ში გა­ერ­თი­ა­ნების ნება და ამა თუ იმ და­წე­სებულების ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა, ზე­მოხსე­ნებული სა­კა­ნონ­მდებლო ნორ­მების სა­ფუძ­ველ­ზე, ვალ­დებული­ა, უზ­რუნ­ველყოს სა­წევ­რო ანა­რიცხების გა­და­რიცხვა სპმთპ-ის ან­გა­რიშ­ზე.

წე­რილ­ში მი­თი­თებული სა­კა­ნონ­მდებლო ნორ­მები ცხადყოფს, რომ სა­წევ­რო ანა­რიცხების გა­და­რიცხვის ვალ­დებულება მხოლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის (და არა ყვე­ლა არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის) მი­მართ ეკის­რება დამ­საქ­მებელს, რაც სახელ­მწი­ფოს მი­ერ ნა­კის­რი ვალ­დებულების - ხელი შე­უწყოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რების საქ­მი­ა­ნობას, რე­ა­ლი­ზა­ცი­აა.

 მი­ნის­ტრი საუბრობს, რომ 10-ზე მე­ტი პროფ­კავ­ში­რი არ­სებობსო... უკაც­რა­ვად,  რო­მელ პროფ­კავ­ში­რებზე საუბრობს,რო­მელ ორ­გა­ნი­ზა­ციებს ახსე­ნებს პროფ­კავ­ში­რად - რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტროს ხელ­შეწყობით არის და­ფუძ­ნებული, სა­მი ადა­მი­ა­ნის მი­ერ? რომ­ლებიც გაახმო­ვა­ნებენ ზუს­ტად მის პო­ზი­ცი­ას? აქაც ფიქ­სირ­დება მი­ნის­ტრის კო­მენ­ტა­რი­დან, რომ პე­და­გოგ­თა პროფ­კავ­ში­რის გარ­და, ყვე­ლა პა­სუხის­მგებლობით მო­ე­კი­და. მი­ნის­ტრის ეს განცხადება კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს ჩემს პო­ზი­ცი­ას, რომ ის  ორ­გა­ნი­ზა­ციები  შექ­მნი­ლია სა­მი­ნის­ტროს „გა­სა­პი­ა­რებლად“, სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ის და­სა­ცავ­დ,ეს არის მა­თი ჯიბის პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რები, რო­მელ­საც ყვი­თე­ლი პროფ­კავ­ში­რები ჰქვია მთელს მსოფ­ლი­ო­ში და აი, ამას­თან და­კავ­ში­რებულ თე­მას იხილავს შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მხოლოდ სა­მი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი, ეს არის პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რი­,ეს არის „ერ­თობა“,რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლების წევ­რია  და „იმე­დი“,  არის ერთ-ერ­თი სკო­ლის ბაზა­ზე არ­სებული პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი. სხვა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რები ჩვენს ქვეყანა­ში არ არის. ისი­ნი არი­ან ჩვე­უ­ლებრი­ვი არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციები და მი­ნის­ტრის ეს განცხადება, რომ 10-ზე მე­ტი პროფ­კავ­ში­რი არ­სებობს და ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ვი­საც მო­ე­სურ­ვება, პრო­ფე­სი­ულ კავ­შირს უწო­დებს, ესეც ერთ-ერ­თი და­დას­ტუ­რებაა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რების საქ­მი­ა­ნობაში ჩა­რე­ვის. რაც შეეხება კა­ნონ­მდებლობის დაც­ვას, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სობა, ამი­ტო­მაც ვითხოვთ კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­დაწყვე­ტი­ლების შეს­რუ­ლებას.

შორენა ტყეშელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია