დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„დავითს ვენდობით“, მაგრამ შენობის ბედს ვინ გადაწყვეტს?
2010/06/14 13:17:33

პრობლემა, რომელზეც წერილში იქნება საუბარი, თითქმის 17 წლისაა. ქუ­თა­ის­ში, ნი­კე­ას I ჩიხის 8-ში,         „ინ­ვა­ლიდ­თა სას­წავ­ლო სა­წარ­მოს“ სამ­სარ­თუ­ლი­ან ძველ შე­ნობაში, აფხაზე­თი­დან 1993 წელს დევ­ნი­ლი 32 ოჯახი ცხოვ­რობს. და­წე­სებულების თით­ქმის მთე­ლი ფარ­თობი საცხოვ­რებელ ოთახებს უჭი­რავს, მაგ­რამ აქ­ვე სას­წავ­ლო პრო­ცე­სიც მიმ­დი­ნა­რეობს. თი­თო­ე­ულ სარ­თულს ერ­თი სვე­ლი წერ­ტი­ლი ემ­სახურება, წყალიც გრა­ფი­კით მი­ე­წო­დებათ და მდგო­მა­რეობა გან­სა­კუთ­რებით კრი­ტი­კუ­ლი ზაფხულის პე­რი­ოდ­შია.

თუმ­ცა, არც ზამ­თა­რია დევ­ნი­ლების­თვის ად­ვი­ლად გა­და­სა­ტა­ნი. ორი წლის წინ მთავ­რობის ხარჯებით ნახევ­რად ჩას­მუ­ლი ფანჯრებიდან ქა­რი და წვი­მა ჩვე­უ­ლებრივ, ყოველ­გვა­რი დაბრკო­ლების გა­რე­შე აღ­წევს. 2010 წლის გა­ზაფხულამ­დე დევ­ნი­ლების­თვის სახურა­ვის პრობლე­მაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, თუმ­ცა ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, გუ­რი­ის, რა­ჭა-ლეჩხუმი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა და­ვით აფ­ცი­ა­ურ­მა „წი­თე­ლი ჯვრის“ დახმა­რებით ეს პრობლე­მა დღის წეს­რი­გი­დან მოუხსნა 28 დევ­ნილ ოჯახს. ოთხ ოჯახში კი, რომ­ლებიც იმა­ვე მი­სა­მარ­თზე არი­ან და­რე­გის­ტრი­რებულები, თუმ­ცა გან­ცალ­კე­ვებით მდგომ შე­ნობაში ცხოვ­რობენ, ახლაც ისე წვიმს, რო­გორც გა­რეთ. მა­თი საცხოვ­რებელი ფარ­თის გა­დახურ­ვა ძი­რი­თად შე­ნობას­თან ერ­თად არ მომხდა­რა.

მიუხედა­ვად მძი­მე საცხოვ­რებელი პი­რობებისა, დევ­ნი­ლების მთა­ვა­რი პრობლე­მა ის გა­ურ­კვევ­ლობაა, რო­მელ­შიც უკ­ვე მე-17 წე­ლია, იმყოფებიან. არა­ვინ იცის, ვინ დარ­ჩება შე­ნობაში, რო­მე­ლიც სახელ­მწი­ფოს სა­კუთ­რებაა: დევ­ნი­ლები თუ „ინ­ვა­ლიდ­თა სას­წავ­ლო სა­წარ­მო“, რო­მელ­საც ამჟამად 41 მოს­წავ­ლე ჰყავს, თუმ­ცა მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წლი­დან ამ რიცხვის გაზ­რდას ვა­რა­უ­დობენ.

„ინ­ვა­ლიდ­თა სას­წავ­ლო სა­წარ­მოს“ დი­რექ­ტო­რი ვა­ლენ­ტი­ნა მახათა­ძე და­წე­სებულების ბედის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს: „მე არ ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი, გა­და­ვი­დეთ სხვა, უკე­თეს შე­ნობაში, რო­მელ­საც მთავ­რობა გა­მოგ­ვიყოფს, მაგ­რამ რა­ტომ უნ­და დავ­ტო­ვოთ ეს ტე­რი­ტო­რია, რო­ცა ის სპე­ცი­ა­ლუ­რად მოს­წავ­ლე ინ­ვა­ლი­დების­თვის აშენ­და?“ თა­ვის მხრივ დენ­ვი­ლებიც პრო­ტესტს გა­მოთ­ქვა­მენ საცხოვ­რებლის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რებით: „1993 წელს რუ­სებმა გა­მოგ­ვა­ძე­ვეს სა­კუ­თა­რი მი­წა-წყლი­დან და ახლა მთავ­რობა მე­ო­რედ გვი­პი­რებს, დევ­ნი­ლებად გვაქ­ცი­ონ. არ გვინ­და ამ შე­ნობის და­ტო­ვება, ავად თუ კარ­გად, აქ ვცხოვ­რობთ 17 წე­ლია და ისევ შეჩ­ვე­უ­ლი ჭი­რი გვირ­ჩევ­ნია... სას­წავ­ლებლის დი­რექ­ტორს სურს, ამ შე­ნობამ დაიბრუ­ნოს ძვე­ლი ფუნ­ქცია და იგი მხოლოდ ინ­ვა­ლიდ­თა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის იყოს გან­კუთ­ვნი­ლი,“ - აღ­ნიშ­ნა ჩემ­თან საუბრი­სას დევ­ნილ­თა კო­მი­ტე­ტის აქ­ტი­ურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გო­ნე­ლი ლეშ­კა­შელ­მა.

ამ და­ვის გა­დაწყვე­ტა მხოლოდ ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტროს შე­უძ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თანხმებით.

2010 წლის თებერ­ვალ­ში, რო­დე­საც ამ კო­ლექ­ტი­უ­რი ცენ­ტრის ბედით და­ვინ­ტე­რეს­დი და მი­სი მო­მავ­ლის გა­სარ­კვე­ვად ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტროს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს და­ვით აფ­ცი­ა­ურს მივ­მარ­თე, მან მითხრა, რომ ამ სა­კითხზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რეობდა მუ­შაობა და ყვე­ლა დე­ტა­ლი მაქ­სი­მუმ ერთ თვე­ში იქ­ნებოდა ცნობილი. „შე­ნობის მე­სა­კუთ­რის დად­გე­ნაც მოხდება ცალ­სახად და­დევ­ნი­ლებსაც ვაც­ნობებთ ჩვენ, მათ ეს შე­ნობა დარ­ჩებათ თუ არა. უარყოფი­თი პა­სუხის შემთხვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, შევ­თა­ვა­ზებთ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფართს ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე,“ - ეს იყო და­ვით აფ­ცი­ა­უ­რის კო­მენ­ტა­რი 2010 წლის თებერ­ვალ­ში.

„იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პირ­თა - დევ­ნილ­თა მი­მართ სახელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის“ 2.1.2.2 პუნ­ქტის მიხედ­ვით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ კო­ლექ­ტი­უ­რი ცენ­ტრების დად­გე­ნას, რო­მელ­თა საცხოვ­რებლად გა­და­კე­თება შე­საძ­ლებელია რეაბილი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტების დაც­ვით და არ­სებული ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სების ფარ­გლებში, - რეაბილი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებისა და კრი­ტე­რი­უ­მების შე­მუ­შა­ვებამ­დე და დამ­ტკი­ცებამ­დე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოები მო­ი­ცავს მი­ნი­მუმ სახურა­ვის, კარ-ფანჯრების, გა­და­ტიხვრების, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სვე­ლი წერ­ტი­ლების, სამ­ზა­რე­უ­ლო კუთხისა და კო­მუ­ნი­კა­ციების მოწყობას.

თუ­კი ამ პუნ­ქტზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, „ინ­ვა­ლიდ­თა სას­წავ­ლო სა­წარ­მო­სა“ და იქ შე­სახლებული დევ­ნი­ლების ბედი 2009 წლის ფარ­გლებში უნ­და გა­დაწყვე­ტი­ლიყო. თუმ­ცა უკ­ვე 2010 წლის მე-6 თვეა და კვლავ პრობლე­მის განხილ­ვა მიმ­დი­ნა­რეობს. დევ­ნი­ლები კი ისევ ისე ცხოვ­რობენ, რო­გორც ამ სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვებამ­დე.

რო­ცა 7 ივ­ნისს ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტროს სამ­მარ­თვე­ლო­ში მი­ვე­დი იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა ეტაპ­ზეა ამ შე­ნობას­თან და­კავ­ში­რებული მსჯელობის პრო­ცე­სი მა­ინც, ბატონ­მა და­ვით აფ­ცი­ა­ურ­მა ერ­თი სა­ა­თის ლო­დი­ნის შემ­დეგ კაბინეტ­შიც არ მი­მი­ღო, რო­ცა გა­ი­გო, რა თე­მა­ზეც ვა­პი­რებდი მას­თან საუბარს, პრეს­სამ­სახურის წარ­მო­მად­გენ­ლის მეშ­ვეობით კი გად­მომ­ცა, რომ სა­მი­ნის­ტრო მუ­შაობს ამ სა­კითხზე და რო­დე­საც მი­ი­ღებენ უახლო­ეს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თვი­თონ და­მი­კავ­შირ­დებიან. მეც ჩე­მი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია დავ­ტო­ვე და გა­მოხმა­უ­რებას ვე­ლო­დები, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან სა­თუ­ოა.

ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტროს ცხელი ხაზი მუდ­მი­ვად და­კა­ვებულია - ბუნებრი­ვად თუ ხელოვ­ნუ­რად, არა­ვინ იცის, მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩება. არც სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურის სა­ტე­ლე­ფო­ნო ხაზი გა­მო­ირ­ჩე­ვა აქ­ტი­უ­რობით.

ალბათ, ისევ და­ვით აფ­ცი­ა­უ­რის­გან თუ მი­ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას მეც და ჩემ­თან ერ­თად - 32 დევ­ნი­ლიც, რომ­ლებმაც უკ­ვე ყვე­ლაფ­რის მი­მართ ნდობა და­კარ­გეს. სა­მა­გი­ე­როდ, ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების მი­ნის­ტრი კობა სუბელი­ა­ნი ენ­დობა სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს - მან „ინ­ვა­ლიდ­თა სას­წავ­ლო სა­წარ­მო­ში“ მცხოვ­რებ დევ­ნილ­თა­გან მი­ღებული წე­რი­ლი ისევ ბატონ აფ­ცი­ა­ურს დაუბრუ­ნა სიტყვებით: „ჩვენ და­ვითს ვენ­დობით“ (ამის თვითმხილ­ვე­ლი თა­ვად დევ­ნი­ლები არი­ან).

კარ­გია, თუ ნდობის გა­მარ­თლებას შევ­ძლებთ!

 

ნი­ნო ბაქ­რა­ძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია