დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში მცხოვრები დევნილების ყოველდღიურობა (FOTO)
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/22 14:38:22

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „დრუჟბა"–ში ამჟამად 25 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს.


სამსართულიანი შენობის ყველა სართული დევნილებს უკავიათ. მათი საცხოვრებელი პირობები დიდად არ განსხვავდება სხვა იძულებით გადაადგილებულთა მდგომარეობისგან: საერთო საპირფარეშო და ხელსაბანი, რიგები სააბაზანოში სარეცხის დარეცხვაზე, სასმელად უვარგისი წყალი, რის გამოც წყალს მეზობელი სანატორიუმიდან ეზიდებიან. მცირე საცხოვრებელი ფართი განსაკუთრებით მრავალწევრიან ოჯახს უქმნის დისკომფორტს. ახლომახლო არ არის სასურსათო მაღაზია, სადაც ნებისმიერ დროს შეძლებენ სასურველი პროდუქტის შეძენას, რის გამოც ე.წ. "მოსიარულე ბაზარის" მანქანების ლოდინი უწევთ, რომლითაც ვაჭრები ადგილზე დაატარებენ ხილ–ბოსტანეულს.

 

თუმცა,  ყოფილ სანატორიუმში დროებით შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირები თითქმის შეეგუენ იქაურ პირობებს: გამრავლდნენ, მოიწყვეს თავიანთი კუთხე, შეიძინეს ავეჯი, რომელთა უმეტესი ნაწილი შუფუთული უდევთ. ენთუზიაზმით ელიან კუთვნილი ფართის მიღება, რომელსაც სახელმწიფო მისცემს და რომელსაც გამოაწყობენ მათივე შრომით შეძენილი ავეჯით, იმარაგებენ შეშას, საკვებს ზამთრისთვის, ეზიდებიან სასმელ წყლებს და ა.შ.

 

ძნელია ყველა იმ პრობლემის ჩამოთვლა, რაც იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს აწუხებთ.

 

წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს, სადაც მათი ყოველდღიურობაა ასახული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია