დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბათუმელმა პოეტებმა ქუთაისში ლიტერატურული საღამო გამართეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/05 12:10:14

ქუთაისის  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ლიტერატურული საღამო გაიმართა.


ბათუმიდან ჩამოსულმა პოეტებმა :როინ აბუსერიძემ, გენრი დოლიძემ, სულხან წულუკიძემ, დათო ბუაძემ და მირიან გორგილაძემ ღია ცის ქვეშ შეკრებილ აუდიტორიას  კოცონის ფონზე საკუთარი ლექსები წაუკითხეს.


მოსწავლე ახალგაზრდობის  პარკის დირექტორის და შეხვედრის ორგანიზატორის გიზო თავაძის განცხადებით, უკვე მეოთხე წელია, რაც ქუთაისში მსგავსი ლიტერატურული  საღამოები იმართება.


„ბათუმიდან საკმაოდ ცნობილი პოეტები მოვიწვიეთ დღეს, ყოველ წელს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოგვყავს პოეტები, რომ გამოცოცხლდეს ეს პარკი, მოვიზიდოთ ახალგაზრდები. ასეთი საღამოები ძალიან სასიამოვნოა და დიდი სურვილი მაქვს, ეს ადგილი ახალგაზრდების თავშესაფრად გადაიქცეს,“-განაცხადა გიზო თავაძემ.


ბათუმელმა პოეტებმა ერთმანეთის მონაცვლეობით წაიკითხეს ლექსები. დამსწრე საზოგადოებას კი შეეძლო, პოეტების მიერ ერთობლივად შექმნილი ლექსების კრებული შეეძინათ, რომელშიც 9 პოეტის ნამუშვარი იყო თავმოყრილი, სახელწოდებით „მეცხრე ტალღა“ და ასევე გენრი დოლიძის პერსონალური ლექსების კრებული : „სევდიანი სალაღობო ბათუმს“.


„პირველად არავართ ქუთაისში, მნიშვნელოვანია ჩვენთვის აქ ყოფნა და ქუთაისელი აუდიტორიისთვის  ჩვენი შემოქმედების გაცნობა. საკმაოდ მომზადებული აუდიტორია გვხვდება აქ და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს მათი აპლოდისმენტები,“-განაცხადა პოეტმა გენრი დოლიძემ.


საღამოზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი პოეტებიც, თუმცა მათ ლექსები არ წაუკიკითხავთ, ისინი ბათუმში გეგმავენ საპასუხო ლიტერატურული საღამოს მოწყობას.


ბათუმელი პოეტები მომავალშიც გეგმავენ ქუთაისელ აუდიტორიასთან შეხვედრას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია