დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო ვიზიტი სემეკში
2012/03/21 16:16:41

ქუთაისის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი შეხვდა. იგი უფროსკლასელებს კომისიის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

„ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ კომისიის გამჭვირვალე და კანონქვემდებარე საქმიანობაზე. ახალგაზრდები, რომელებიც მონაწილეობენ ასეთ შეხვედრებში, იღებენ დეტალურ ინფორმაციას კომისიის ფუნქციებისა და როლის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე ეცნობიან კომისიის სამომავლო პროექტებს,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.
უფროსკლასელები შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ, მათ შეხევდრა დადებითად შეაფასეს.
„კმაყოფილი ვარ დღევანდელი ვიზიტით, ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი აღნიშნული კომიისის შესახებ,“ – ამბობს დავით ჟორჟოლიანი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრების შეხევდრები სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია