დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ასა-ს მორიგი შენიშვნები
2009/11/27 19:02:55

25 ნო­ემბერს ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა სახლში შეკ­რების მი­ზა­ნი იყო იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო- სა­ინ­ფორ­მა­ციო ასო­ცი­ა­ცი­ის -ასას პრო­ექ­ტი „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დოების მო­ნა­წი­ლეობა იმე­რე­თის წყალ­მო­მა­რა­გებასა და და­სუფ­თა­ვების პროგ­რა­მა­ში“, რო­მე­ლიც ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დთან პარ­ტნი­ო­რობით შეს­რულ­და.

პრო­ექ­ტის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობისათ­ვის წყალ­მო­მა­რა­გების პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი განხორ­ცი­ე­ლებისათ­ვის ხელ­შეწყობა, ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვების გა­უმჯობესებაზე ზრუნ­ვა, სა­ზო­გა­დოების­თვის ინ­ფორ­მა­ციების მი­წო­დება და მო­ნი­ტო­რინ­გში მა­თი რო­ლის გაძ­ლი­ე­რება.

პრო­ექ­ტი კო­ა­ლი­ცი­უ­რია და მას­ში ასა, „ახალი სა­მო­ქა­ლა­ქო აზ­როვ­ნება I“ და „სარ­კმე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ მო­ნა­წი­ლეობენ.

ასა-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზა­ზა ხელა­ძემ, პრო­ექ­ტის ფარ­გლებში ჩა­ტა­რებულ აქ­ტი­ვობებზე ისაუბრა. წი­ნას­წა­რი და­გეგ­მა­რების პრო­ცე­სი­სა და შეს­რუ­ლებული სა­მუ­შა­ოების სე­რი­ო­ზულ შე­უ­საბამი­სობის საჩ­ვე­ნებლად კი ფო­ტოები და ტაბლოები წარ­მო­ად­გი­ნეს.

„პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია ჩა­ტარ­და წელს, თებერ­ვალ­ში, შემ­დეგ ჩა­ვა­ტა­რეთ მო­ნი­ტო­რინ­გი, შეხვედ­რები მო­სახლეობას­თან, არა­სამ­თავ­რობოებთან, მას­მე­დი­ას­თან, დის­კუ­სიები სამ­თავ­რობო სტრუქ­ტუ­რებთან, პრე­სა­ში გა­მო­ვე­დით. სახელ­მწი­ფოს მას­შტაბით  მო­ნა­წი­ლეობა მი­ვი­ღეთ ისეთ შეხვედ­რებში, რა­საც ჰქვია „სა­ქარ­თვე­ლოს ურბანუ­ლი კო­მუ­ნა­ლუ­რი მე­ურ­ნეობა“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ზა ხელა­ძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია